3 სექტემბერს აშშ–ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობაზე ილაპარაკა და ამ ურთიერთობას “შესანიშნავი” უწოდა. ტრამპის გაცხადებით, მისი პრეზიდენტობის პერიოდში რუსეთსა და აშშ–ის ურთიერთობა დაეხმარა ვაჭრობას და წარმოებას. მისი თქმით, პრეზიდენტი ახლაც რომ ყოფილიყო, უკრაინის ომი და ტაივანის კრიზისი არ იქნებოდა.
ტრამპმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნარკომოვაჭრეთა წინააღმდეგ ბრძოლის რუსულ სისტემას _ “სწრაფ სასამართლოს”, რომელზეც პუტინისგან მოისმინა, თვითონ პუტინს კი “ჭკვიანი” და “მეფე” უწოდა.
“მარ-ალ-ლაგში ჩემს სახლში სამარცხვინოდ შეჭრა სახელმწიფოს დაცინვა იყო, ამერიკული კანონების, ტრადიციებისა და პრინციპების დაცინვა მსოფლიოს თვალწინ. ამას მთელი მსოფლიო უყურებდა და გაოგნებული იყო. სამხრეთ ამერიკის ქვეყნის ლიდერებმა კი განაცხადეს: “წარმოგიდგენიათ, რას იტყოდა აშშ ჩვენზე, ეს ჩვენს ქვეყანაში მომხდარიყო”.
გიორგი გაჩეჩილაძე