Home ახალი ამბები მსოფლიო Toyota-მ ელექტრომობილების წარმოების სამიზნე მაჩვენებელი შეამცირა

Toyota-მ ელექტრომობილების წარმოების სამიზნე მაჩვენებელი შეამცირა

9

იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota ელექტრომობილების წარმოების 2026 წლის სამიზნე მაჩვენებლები ⅓ -ით შეამცირა, რითაც იმ არაერთი კომპანიის რიცხვს შეუერთდა, რომლებმაც მოთხოვნის შემცირების გამო ელექტრო ძრავზე მომუშავე ავტომობილების წარმოების ზრდა გადაიფიქრეს.

ახალი გეგმის თანახმად, Toyota 2026 წელს 1 მილიონ ერთეულ ელექტრომობილს აწარმოებს, ნაცვლად ჩაფიქრებული 1.5 მილიონისა.

ოფიციალურ განცხადებაში ავტომწარმოებელმა განმარტა, რომ განზრახვა, 2026 წლამდე წლიურად 1.5 მილიონი ერთეული, 2030 წლამდე კი 3.5 მილიონი ელექტრომობილი აწარმოონ, უცვლელია, თუმცა აღნიშნული რიცხვები არა სამიზნე მაჩვენებლები, არამედ მეწილეებისთვის განსაზღვრული ნიშნულებია.

თუმცა მილიონი ელექტრომობილის წარმოება Toyota-სთვის ამბიციური გეგმაა – იაპონურმა კომპანიამ გასულ წელს 104 000 ელექტრომობილი გაყიდა, ჯამში კი გლობალურ გაყიდვებში მათი წილი 1%-ია.

Toyota-მდე ელექტრომობილების საწარმოო სამიზნე მაჩვენებლები Volvo-მაც შეამცირა, Ford-მა და General Motors-მა კი ახალი ელექტრო მოდელების წარმოება გადაავადეს ან გააუქმეს, რადგან მოთხოვნა მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა.

https://bm.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here