Home სხვადასხვა დაიჯესტი The Daily Caller: კანადის ჰიმნი თუ განცხადება პოლიტკორექტულობის შესახებ?

The Daily Caller: კანადის ჰიმნი თუ განცხადება პოლიტკორექტულობის შესახებ?

1300
კანადა

კანადის ზოგიერთი სენატორი თავგამოდებით ეწინააღმდეგება გენდერული ნეიტრალობის მომხრეთა მიერ ქვეყნის ჰიმნის, კანადა” “მოსაწყენ, უცნაურ და უსახოპოლიტკორექტულობის დოკუმენტად გადაკეთების მცდელობას.

ასეც მოხდება, თუ პარლამენტი ხმას მისცემს კანონპროექტს, რომელსაც კანადის თემთა პალატამ უკვე მხარი დაუჭირა და რომლის ავტორი იყო აწ გარდაცვლილი დეპუტატი მორილიუ ბელანჟე. “ო, კანადას” ტექსტი მისი კოლეგების გადაწყვეტილებით, ერთ ადგილას შეიცვლება: არსებულს _ “პატრიოტის ჭეშმარიტი სიყვარული ყველა შენი ვაჟკაცის გულშია”, ჩაენაცვლება “…ყველა ჩვენგანის გულშია”.

რათა არა მხოლოდ ვაჟკაცები, არამედ ქალებიც პატრიოტები არიანო!

ისეთი ლიბერალი სენატორიც კი, როგორიც “ცეცხლოვან ფემინისტად” წოდებული ქალბატონი ჯოან ფრეიზერია, ჰიმნის ახალი ვერსიის წინააღმდეგ გამოდის. მისი აზრით, ასეთი ცვლილებაცუდი გრამატიკისადა სიბეცის ნიმუშია, რომელიც მოწოდებულია, “დღევანდელი ფასეულობებისმიხედვით შეცვალოს სხვა ეპოქაში დაწერილი სიმღერა.

ქვეყნის ლიბერალურმა მთავრობამ და “ახალი დემოკრატების” საპარლამენტო პარტიამ მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, ოფიციალურმა ოპოზიციამ _ კონსერვატორებმა კი მის წინააღმდეგ გაილაშქრეს. თუ მესამე მოსმენით კანონპროექტს სენატი დაამტკიცებს, იგი მეფის მხარდაჭერას მიიღებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here