Home ახალი ამბები მსოფლიო ტეხასის სკოლებში ათი მცნება და ლოცვა ბრუნდება

ტეხასის სკოლებში ათი მცნება და ლოცვა ბრუნდება

კანონპროექტი შტატის სენატმა მიიღო. ქვედა პალატა და გუბერნატორი მზად არიან, მხარი დაუჭირონ

92

ტეხასის სენატის კანონპროექტი  ავალდებულებს  სკოლის ხელმძღვანელობას, ყოველდღე  გამოყოს დრო  სტუდენტებსა და მასწავლებლებს  ლოცვისა და  რელიგიური რიტუალების შესასრულებლად, – იუწყება ტელეგრამა-არხი „ДРОБНИЦКИЙ“.

კანონპროექტის მიღება შესაძლებელი შეიქნა  მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ამავე ინსტანციის 1971 წლის გადაწყვეტილება საქმეში ლემონი კურცის წინააღმდეგ (ასევე ცნობილი, როგორც „ლემონის ტესტი“), რომელიც არეგულირებდა სკოლების საქმიანობის დაფინანსებას და კრძალავდა სახელმწიფო სახსრების რელიგიური აქტივობებისთვის გამოყენებას. 2022 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა „ლემონის ტესტი“. შტატის კონსერვატორები მიესალმნენ ათი მცნების ფირფიტების სკოლებში დაბრუნებას. ლიბერალები, რა თქმა უნდა, აღშფოთებულები არიან. მაგრამ ეს ტენდენცია, სავარაუდოდ, მხოლოდ გაიზრდება. ფლორიდაში, ტეხასში, სამხრეთ კაროლინაში კონსერვატიული ხელისუფლებები ახორციელებენ საკმაოდ მკაცრ მემარჯვენე კონსერვატიულ შემობრუნებას აბორტის, გეიქორწინებისა და ტრანსგენდერების ოპერაციების შესახებ. ახლა საქმე სკოლებში რელიგიამდე მივიდა. ვინაიდან  ფედერალური ცენტრი ულტრალიბერალური აღმოჩნდა, ადგილობრივი ხელისუფლებები იწყებენ არა მხოლოდ წინააღმდეგობის გაწევას, არამედ საპირისპირო მიმართულებით შებრუნებას, ზოგჯერ არაპროპორციული ძალითაც. ეს გარდაუვალია.

ამერიკაში კონსერვატიული შემობრუნება სრულიად შესაძლებელია, მაგრამ სასტიკი სამოქალაქო კონფლიქტის გარეშე მისი განხორციელების მცდელობა ფუჭი იქნება.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ  

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5584

                                                                                     

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here