ავლაბარში, სპარტაკის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ერთი ადამინის სიცოცხლე ემსხვერპლა.
როგორც “საქართველო და მსოფლიოს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს ავლაბარში, სპარტაკის შესახვევი N10- დაიწვა ერთსართულიანი ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლი 200 კვ.მ-ზე.სადაც აღმოჩენილი იქნა 56 წლის მამაკაცის ცხედარი.
მათივე ინფორმაციით , ადგილზე იმყოფებოდა 10 სახანძრო ბრიგადა და 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ექსპერტ-კრიმინალისტები. ხანძრი ლიკვიდირებულ იქნა მყისიერად. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.