Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: მედვედევის ეს გამოსვლა შეთავაზებაც არის და გაფრთხილებაც

თამარ კიკნაძე: მედვედევის ეს გამოსვლა შეთავაზებაც არის და გაფრთხილებაც

“ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის პოზიცია, რადგან მისი გარკვეული ნაწილი თვლის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მე კი მიმაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი სწორედ ახლა აქვს”

841

ამა წლის 23 აგვისტოს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე  დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთთან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში ვითარების გამწვავებას კვლავ განაგრძობს.

დასავლეთმა უნდა ისწავლოს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი. 2008 წელს შევაჩერეთ თბილისზე თავდასხმა, როდესაც მოვახერხეთ წარმოქმნილი საფრთხეების აღმოფხვრა, მაგრამ ახლა ვითარება კვლავ აქტიურად მწვავდება, როგორც ჩანს, იმისთვის, რომ უკრაინის ფლანგთან ერთად ჩვენს საზღვრებთან დაძაბულობის კიდევ ერთი კერა შეიქმნას.

ისევ მიდის საუბარი ნატოში საქართველოს შესაძლო გაწევრებაზე.

ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან პრობლემების გადასაჭრელად გაეროს წესდების სულისკვეთებით, მაგრამ, თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ სახეს მიიღებს, არ დავაყოვნებთ. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს”, – აღნიშნა მედვედევმა.

მედვედევის ამ განცხადებაზე პასუხი არ დააყოვნა საქართველოს საგარეო უწყებამ: “2008 წლის აგვისტოს ომის 15 წლისთავზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელებას და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მორიგ მცდელობას. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება”.

საინფორმაციო საშუალებებმა მედვედევის განცხადება მუქარად შეაფასესეს მუქარა იყო თუ მოლაპარაკებების შემოთავაზება? რა აქვს უსწრაფესად გასაკეთებელი საქართველოს ხელისუფლებას? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება.

_ საქართველო აქამდე ახერხებდა, თავიდან აეცილებინა ესკალაცია. აქვე უნდა ითქვას: თვითონ რუსეთია ისეთ მდგომარეობაში, რომ ცდილობს თავისი პოზიციის ნათლად გამოხატვას. ეს აუცილებელიც კი არის…

საქართველო ისე იქცევა, რომ არც არღვევს სანქციებს, რომლებიც რუსეთს დაუწესეს, და არც უერთდება ამ სანქციებს. ეს მართლაც რთული ვითარებაა ჩვენთვის… დასავლეთი ცდილობს, საქართველომ ნათლად გამოხატოს რუსოფობია და ამას კარგად ახერხებენ  ოპოზიცია, ოპოზიციური ტელეარხები, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. პროვოკაციები რუსების წინააღმდეგ, დაძაბულიბის პროვოცირება რაღაც გზებით მაინც ხდება, მიუხედავად ხელისუფლების დიდი ძალისხმევისა, აღკვეთოს მსგავსი რამ… ჩვენ ვიცით, როგორ ემუქრებიან რუს ტურისტებს, რა მოხდა ბათუმის პორტში, ეს ცეცხლთან თამაშია…

_ ხელისუფლებას შეეძლო ამ ყველაფრის აღკვეთა, დამნაშავეების დასჯაცმან იცის, რომ ეს პროვიკაციები კარგს არაფერს მოიტანს, რადგან რუსეთის ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ თავის მოქალაქეებს ყველგან დაიცავს

_  არ შეიძლება ეროვნული ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია. ეს კანონით აკრძალულია. ის, რაც ხდება საქართველოში, ფაშიზმია. თუკი ფაშიზმის დროს ებრაელებს ერჩოდნენ, დღეს რუსებს ერჩიან.

უკრაინის ომი გეოპოლიტიკურია. ინფორმაციები, რომლებსაც ტელევიზიები მოსახლეობას აწვდიან, სიმართლე არ არის, დამახინჯებულია, ანტირუსულია, ტელეეთერებში ნათქვამი ფრაზები კი საქართველოს ხელისუფლების თვალსაზრისი არ არის…

_ რუსეთი, როგორც ჩანს, საფრთხეს მართლაც ხედავს და ამიტომ მედვედევის პირით განაცხადა ის, რის გაკეთებაც შეუძლია ან რასაც  გეგმავს

 მედვედევის გამოსვლა შეიძლება მივიღოთ, როგორც პირდაპირი შეთავაზება აფხაზეთისა და ოსეთის სტატუსის საკითხის განხილვისა. ასე რომ, მედვედევის ეს გამოსვლა შეთავაზებაც არის და გაფრთხილებაც

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის პოზიცია, რადგან გარკვეული ნაწილი თვლის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს. მე კი მიმაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებას სწორედ ახლა აქვს აზრი. პოლიტიკა შესაძლებლობების ხელოვნებაა. საქართველო უნდა წავიდეს მოლაპარაკებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსები თავიანთ ჩანაფიქრს მაინც განახორციელებენ.

საქართველო პატარა ქვეყანაა. ჩვენ მწარე გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ დასავლეთი ვერ უზრუნველყოფს ჩვენს დაცვას, როგორც უკრაინის დაცვა ვერ უზრუნველყო. კი აწვდიან იარაღს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ უკრაინამ ომი მოიგოს და დარჩეს იმ ფარგლებში, რომელშიც იყო. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების ობიექტია. ქართულმა მხარემ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და დროულად იმოქმედოს.

მგონია, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც თითქოს ეროვნული სულისკვეთების გამომხატველია, მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან მომავალს უზრუნველყოფს. ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა იზრუნოს ხალხის, ახალგაზრდების განწყობებზეც; ახალგაზრდების, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რა არის კარგი ჩვენი ქვეყნისთვის და ემოციურად აზროვნებენ. ქართველები ემოციური ხალხი ვართ. ამ ემოციებზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ. ზოგიერთი ტელევიზია თითქოს მუშაობს კიდეც, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტი მუშაობაა საჭირო, მეტი სწორი ინფორმაციის მიწოდება, თორემ შედეგები ცუდი დადგება. დღეს გვაქვს შანსი, მაგრამ, თუ ეს შანსი ხელიდან გავუშვით, დავიღუპებით… ეს ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ.

_ წარმოვიდგინოთ ვითარება, რომ შესაძლებლობები ხელიდან გავუშვით და რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო შეიერთა, მაშინ, დიდი ალბათობით, დანარჩენ საქართველოსაც არ დათმობს

_ საქართველო საკვანძო ქვეყანაა. ჩვენი გეოგრაფია ჩვენთვის დიდი პლუსია და თანაც, საფრთხილო, ამიტომაც არის სწორი არჩევანი გასაკეთებელი. რუსეთთან მოლაპარაკებას წინ ვერაფერი დაუდგება…

_ რუსეთუკრაინის დაპირისპირების ფონზე საქართველომ დიდი მოგება ნახა. რუსეთის წყალობით, ეკონომიკა გაიზარდა, ყველაზე დიდი შემოსავლები რუსეთიდან მოდის და ეს უკვე დადასტურებულია ყველა სახელმწიფო უწყების მიერმაშ, რა უდგას წინ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საფრთხე ყველა მხრიდან ძალიან დიდია და ევროპა ჩვენი დამცველი არ და ვერ არის?

_ დასავლეთმა რა გადაწყვეტილებებიც მიიღო ეკონომიკურად, თავად ევროპისთვის აღმოჩნდა საშინელება. საქართველომ მიიღო სარგებელი და ეს უდავოა. დასავლეთმაც იცის, რომ რუსეთისგან მხოლოდ სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.

_ უნდა დაჯდეს თუ არა მოლაპარაკების მაგიდასთან საქართველო რუსეთთან?

_ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მთავრობა ძალიან დიდ წნეხს განიცდის, საქართველო უნდა დაჯდეს რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან. ამას ალტერნატივა არ აქვს. არჩევნები მოდის, თანაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება არ არის დასავლეთის “დამჯერი”, როგორც სააკაშვილის ხელისუფლება იყო, ამიტომ სამიზნეში ჰყავთ ამოღებული. დასავლელი პოლიტიკოსებისა და ამერიკის ელჩის განცხადებები დიდი საფრთის შემცველია და, რაც მთავარია, ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებს. რუსებმა ეს კარგად იციან და “გვაწვებიან”. ის, რასაც საქართველოში სჩადიან დესტრუქციული ძალები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, საქართველოს ძალიან ურტყამს. ოპოზიცია, რომელიც საქართველოში არსებობს, დესტრუქციული ძალაა და საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებს. სახელმწიფოს მმართველები კი ვალდებულნი არიან, რადიკალური ზომები გაატარონ.

_ რუსეთის ხელისუფლებამ თავის დროზე გააფრთხილა უკრანის მთავრობა, გვაფრთხილებს ჩვენცრა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოში მწვავე სამოქალაქო დაპირისპირება არ დაიწყოს ან რუსეთმა ძირძველი ქართული ტერიტორიები არ მიიერთოს?

_ აუცილებელია, საქართველომ რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს, რადგან ძალიან ცუდი შედეგები შეიძლება მივიღოთ არა მხოლოდ ტერიტორიების დაკარგვის, არამედ რადიკალური ზომების მხრივ, რომლებიც რუსეთმა შეიძლება გაატაროს საქართველოს მიმართ.

_ საქართველოს საგარეო უწყებამ მედვედევს უპასუხა განცხადებით, რომელშიც ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს ხელყოფს

_ განცხადება უნდა გაეკეთებინათ და გააკეთეს კიდეც. აბა, რა უნდა ეთქვათ?! ვნახოთ, რა მოჰყვება ამ ამბავს… ეს, ჩავთვალოთ, დიპლომატიური განცხადებაა. ეს არ არის მწვავე განცხადება… ჩვენ ვიცით და ხელისუფლებამაც იცის, რომ დასავლეთი ტერიტორიული მთლიანობის პრობლემას ვერ მოგვიგვარებს ხელისუფლებას მედვედევისთვის ისე უნდა ეპასუხა, როგორც რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანლის მოადგილისთვის, პასუხი კი აშკარად ზომიერია… სხვა რა უნდა ეთქვათ?!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here