Home ახალი ამბები მსოფლიო ტაივანი გონს მოვიდა. რაღაც შეიცვალა

ტაივანი გონს მოვიდა. რაღაც შეიცვალა

166
ტაივანი გონს მოვიდა. რაღაც შეიცვალა

ურთიერთობები ჩინეთსა და მის სეპარატისტულ კუნძულ პროვინცია ტაივანს შორის ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. 2020 წლიდან, როდესაც ამჟამინდელი პრეზიდენტი ცაი ინგ-ვენი მეორე ვადით აირჩიეს, მისმა უხეშმა რიტორიკამ და შეერთებულ შტატებთან სამხედრო კავშირების გაძლიერებამ რამდენჯერმე კინაღამ გამოიწვია შეიარაღებული შეტაკება პეკინთან.

და ეს იმის მიუხედავად, რომ ათწლეულების განმავლობაში კონტინენტური ჩინეთი მოლაპარაკებას ცდილობდა ტაიპეის მთავრობასთან ეკონომიკური თანამშრომლობის დასამყარებლად, რაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანდა ტაივანს, აქცევდა მას მნიშვნელოვან რგოლად დასავლეთის ეკონომიკებსა და ჩინეთს შორის.

ჩინეთისა და ტაივანის დასაახლოებლად მთავარი დაბრკოლება არის შეერთებული შტატები, რომელიც გამუდმებით უბიძგებდა ტაიპეის ესკალაციისკენ და მუდმივად აცხადებდა მზადყოფნას „დაეცვა ტაივანის დამოუკიდებლობა სამხედრო ძალით“.

დაძაბულობამ დუღილს წერტილს მიაღწია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაიპეიში სკანდალური ვიზიტის დროს. მაშინ პრაქტიკულად არ ისმოდა ხმა, რომელიც მშვიდობისკენ მოუწოდებდა, არც შეერთებულ შტატებში და არც ტაიპეიში.

მაგრამ უცებ რაღაც შეიცვალა

ტაივანის პრეზიდენტმა ცაი ინგ-ვენმა მოულოდნელად, ერთი კვირის წინ, განაცხადა, რომ “გამორიცხავს შეიარაღებულ დაპირისპირებას ჩინეთთან” და დასძინა, რომ ტაიპეის მთავრობა “მზადაა ითანამშრომლოს ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან ორმხრივად მისაღები შეთანხმების მისაღწევად”.

ხალხისადმი მიმართვისას მან სიტყვასიტყვით შემდეგი თქვა:

„მინდა პეკინის ხელისუფლებას გარკვევით ვუთხრა, რომ შეიარაღებული დაპირისპირება აბსოლუტურად მიუღებელია ჩვენი ორი მხარისთვის.

მხოლოდ ტაივანის ხალხის ჩვენი სუვერენიტეტის, დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი ერთგულების პატივისცემით შეიძლება ჩაეყაროს საფუძველი ტაივანის სრუტეზე კონსტრუქციული ურთიერთქმედების განახლებას“.

ეს განცხადება დიდწილად შეესაბამება იმას, რასაც თავად ჩინეთი სთავაზობდა წლების განმავლობაში.

მკითხველს შევახსენებთ მსოფლიო ასპარეზზე შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი, მხოლოდ სამი ყველაზე გახმაურებული წარუმატებლობის შესახებ: საუდის არაბეთის უარი არ შეამციროს ნავთობის ყოველდღიური მოპოვება, აშშ-ის პოზიციის კრიტიკა პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მიერ პუტინთან შეხვედრისას, და ახლა ტაივანი.

მსოფლიო სულ უფრო მეტად აცნობიერებს, რომ ჰეგემონი იგივე აღარ არის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here