Home რუბრიკები პოლიტიკა სტრატეგიული პარტნიორობა ეკლესიის გასაკონტროლებლად

სტრატეგიული პარტნიორობა ეკლესიის გასაკონტროლებლად

7812

საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაში მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება, კარგა ხანია, იქცა განხილვის საგნად საჯარო სივრცეში. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს კორუფციაში, არაკეთილსინდისიერებაში, მისტიციზმში, საპატრიარქოს ქონების დატაცებაში, მექალთანეობასა და მამათმავლობაშიც კი ადანაშაულებენ

“საპატრიარქოს კარის” ინტრიგებში ჩართული სასულიერო პირები, გარდა ზემოხსენებული მიზეზებისა, ერთმანეთს პოლიტიკური გემოვნების გამოც უპირისპირდებიან. ზოგი ხელისუფლებაში “ნაციონალური მოძრაობის” დაბრუნებაზე ოცნებობს, ზოგიც “ქართულ ოცნებას” აღმერთებს. მოკლედ, “ზოგს მღვდელი მოსწონს და ზოგს _ მღვდლის ცოლი”, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის _ სასულიერო პირები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაშიც კი ცდილობენ წვლილის შეტანას. თუ ერთი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ცდილობს ურთიერთობის შენარჩუნებასა და ნორმალიზებას; მეორე ნაწილს აშშ მიაჩნია სტრატეგიულ პარტნიორად და ოკეანის გაღმა ლობისტების საძებნელადაც ხშირად დარბის. ჟურნალისტებთან აქამდე მდუმარე ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი ამერიკაში ვოიაჟის გამო კიდევ ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. მეუფე იაკობი უწმინდესის მიერ მოსაყდრის დასახელების შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში მეორედ გაემგზავრა. თუ აშშ-ში 12 მაღალი სასულიერო პირის ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო, მეუფე იაკობის “სტრატეგიულ პარტნიორებთან” გამგზავრების მიზეზად ახლა საპატრიარქოს უნივერსიტეტში სიახლეების დანერგვა დასახელდა. როგორც ირკვევა, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სახელით მეუფე იაკობი ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს _ საპატრიარქოს უნივერსიტეტში ახალი ფაკულტეტების გახსნა იგეგმება. საპატრიარქოს უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნესადმინისტრირების დარგში ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვას გეგმავს. ამის თაობაზე მეუფე იაკობი განათლების სფეროს სპეციალისტებს უკვე შეხვდა. მისი ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრები მაისში გაიმართება და საკითხის ორგანიზებაში, საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ერთად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც ჩაერთვება. ვისთვის და რისთვის არის საჭირო საპატრიარქოს უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოებისა და ბიზნესადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვა, გაუგებარია. საპატრიარქოს უნივერსიტეტში სტუდენტებს, ბიზნესის ნაცვლად, სჯობს, საღვთო სჯული ასწავლონ, ბიზნესს მერეც ისწავლიან, როდესაც მღვდლის ანაფორას მოირგებენ. სამწუხაროდ, სასულიერო პირები ხშირად უფრო წარმატებულ ბიზნესმენებად გვევლინებიან, ვიდრე წარმატებულ მღვდელმსახურებად.

მეუფე იაკობის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის განხორციელების შემდეგ, შესაძლოა, მოხდეს ისე, რომ ამერიკის სპეცსამსახურებს ფართოდ და უკვე ლეგალურად გავუხსნათ საპატრიარქოს უნივერსიტეტის კარი. სამაგისტრო პროგრამის ინგლისურად გავლისას სტრატეგიული პარტნიორისთვის საინტერესო სტუდენტის 30 ვერცხლად მისყიდვა და გადაბირება სირთულე ნამდვილად არ იქნება. მართალია, სპეცსამსახურებისთვის გავლენის აგენტების შექმნა პრობლემა არც ახლაა, მაგრამ საპატრიარქოს უნივერსიტეტში მომავალი სასულიერო პირების გადაბირება უკვე ლეგალურად მოხდება.

ის, რომ ამერიკა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღშიც ისევე ღრმად აფათურებს ხელს, როგორც ქართულ პოლიტიკაში, არახალია. როგორც ჩანს, პატრიარქის მიერ მოსაყდრის დასახელება ის ზღვარი აღმოჩნდა, როდესაცსტრატეგიული პარტნიორიქართულ ეკლესიაზე ძალაუფლების სრულად მოსაპოვებლად აქტიურ მოქმედებაზე გადავიდა. სწორედ ამ მიზეზით შეიძლება აიხსნას გავლენიანი ქართველი მღვდელმთავრების ვოიაჟები აშშში. უფრო კონკრეტულად კი განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე მღვდელმთავრის, მეუფე იაკობის, ამერიკაში მორიგი ვიზიტი განვიხილოთ, რომელმაც “კურიერის” ჟურნალისტს კაპიტოლიუმის მთაზე “აღსარება ჩააბარა” და ისაუბრა ყველაფერზე, რაც ეკლესიაში და მის გარშემო ხდება.

მას შემდეგ, რაც უწმინდესმა ძალაუფლება მეუფე შიოს გაუნაწილა და მოსაყდრედ დაასახელა, როგორც ამბობენ, საპატრიარქოს გავლენიან მღვდელმთავარ იაკობსა და მეუფე შიოს შორის ურთიერთობა დაიძაბა. როგორც ჩანს, დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთის წინაშე განსაკუთრებული გავლენებისა და ძალების დემონსტრირებას ახდენენ. მას შემდეგ, რაც პატრიარქმა მოსაყდრე დაასახელა, მეუფე იაკობი ამერიკაში უკვე მეორედ ჩავიდა, რატომ? თავად ბოდბელი ეპისკოპოსი ამ შეკითხვას ღიმილით უპასუხებს და ამბობს, რომ ეს მხოლოდ დამთხვევაა, თუმცა, ალბათ, დამთხვეულებსაც არ სჯერათ ასეთი დამთხვევის. უფრო სერიოზულად რომ მივუდგეთ საკითხს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ პატრიარქის კარზე გავლენისა და მხარდაჭერის მოსაპოვებლად გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამიტომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მეუფე იაკობი სწორედ მხარდაჭერისა და გავლენის მოსაპოვებლად დადის ასე ხშირად ამერიკაში. ლობისტების მოძიება და მათი დარწმუნება, რომ პატრიარქად მათ კონტროლს სრულად დაქვემდებარებული პირის კურთხევა მოხდეს, არის რეალური მიზეზი ამერიკული ვოიაჟებისა. სხვა დანარჩენი, რომ ამერიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და განვითარებასა და თავდაცვაში უნდა დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას, ბელეტრისტიკა და სიტყვების რახარუხია.

და ვიდრე ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მღვდელმსახური, მეუფე იაკობი, სტრატეგიული პარტნიორების საკუთარ უპირატესობაში დარწმუნებას შეძლებს, თავისი ტრანსფორმაციით ისევ ახერხებს საზოგადოების გაოცებას. სასულიერო პირი, რომელიც .. ლიბერალების მიერ კრიტიკის ობიექტი ხშირად იყო ჰომოფობიური განცხადებების გამო, დღეს ამერიკიდან ქადაგებს, რომ ყოველთვის ემხრობოდა დასავლურ ღირებულებებს. თუკი 2013 წლის 17 მაისს ლგბტ პირების მიერ გამართულ აქციაზე მომხდარი დაპირისპირებისას მეუფე იაკობი ძალადობის სცენებს სათავეში ედგა, დღეს განმარტავს, რომ ლგბტთა მხარდამჭერების დევნის ისტორია გამოუგონეს, რეალურად კი აქციის მონაწილეებს იცავდა.

“ქოთანს, ხომ იცით, ყურს, საიდანაც უნდათ, იქიდან მოაბამენ. 17 მაისს თუ ჩემი ფუნქცია გეცოდინებოდათ, ალბათ, ნახავდით, რომ, თუ იქ დიდი დარღვევები არ მოხდა, თავმდაბლობითა და თავმაღლობით არ ვიტყვი, ჩემი დიდი წვლილიც იყო”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა. და რადგან მეუფე იაკობმა მოკლე დროში ასეთი ტრანსფორმაცია განიცადა, ბუნებრივად ჩნდება კითხვა: როდის იყო მეუფე გულწრფელი _ 17 მაისს ლგბტ თემის წინააღმდეგ მიმართულ აქციაში როცა მონაწილეობდა და მართლმადიდებლობისა და ზნეობის ნორმებს იცავდა, თუ ახლა, როდესაც ამერიკაში მყოფი აცხადებს, რომ თურმე მაშინ სწორედ ლგბტ თემის წარმომადგენლებს იცავდა, და, უარესი რომ არ მოხდა, სწორედ მისი დამსახურება იყო. როგორც ხედავთ, პატრიარქის ტახტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის აშშ-ში არაერთი ვიზიტის მიზეზიც, სავარაუდოდ, სწორედ ის უნდა იყოს, რომ ყველაზე ძლიერ სტრატეგიულ პარტნიორთან “გააიასნონ” ეკლესიის მომავალი საჭეთმპყრობლის ვინაობა.

მართალია, ამერიკის გავლენა დედაეკლესიაზე არც ადრე იყო სუსტი, მაგრამ, როგორც ჩანს, მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. სანამ უწმინდესის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი იყო, მისი ამერიკელი პატრონები, სავარაუდოდ, სრულად ფლობდნენ ინფორმაციას და აკონტროლებდნენ ვითარებას საპატრიარქოში, მაგრამ, თუ შეძლებენ და პატრიარქად თავიანთ კაცს დასვამენ, საპატრიარქოს მართვაც, ისევე, როგორც ხელისუფლების, იან კელის ხელში გადავა. ვიდრე ამერიკა საქართველოს ეკლესიაში ჯერ კიდევ მყარი საყრდენის შერჩევის პროცესშია, შეგახსენებთ ინფორმაციას, რომელზეც “საქართველო და მსოფლიო” რამდენიმე თვის წინათ წერდა: “სოსო ოხანაშვილმა 1998-2003 წლებში აშშ-ში გაიარა სპეცდანიშნულების რამდენიმე კურსი. 2003 წელს გახდა “მწვანე ბერეტი”. 2004 წლიდან ოხანაშვილი იყო პატრიარქის უსაფრთხოების დაცვის უფროსი და მისი პირადი მცველი. “მწვანე ბერეტები” _ პირველი ქართული სამშვიდობო მისიის მონაწილე ერაყში, რომლებსაც, მწვანეს გარდა, სხვა ფერის ბერეტიც შეიძლება ეხუროთ, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტური სპეცდანაყოფია. “მწვანე ბერეტები”, გარდა სამხედრო და დივერსიული კვალიფიკაციისა, ფლობენ უცხო ენებს, ეწევიან სადაზვერვო და ძირგამომთხრელ საქმიანობას, აქვთ განათლება დიპლომატიასა და ფსიქოლოგიაში. უშუალოდ საბრძოლო და დივერსიული მოქმედებების გარდა, სპეციალური ძალების უპირველესი ამოცანაა არაკონვენციური ბრძოლის წარმოება. რა იგულისხმება არაკონვენციურ ბრძოლაში? საზოგადოდ, არაკონვენციურ ომში გამოყენებულ მეთოდებს მიეკუთვნება იატაქვეშა საქმიანობა, პოლიტიკური მკვლელობები, დივერსიები, სახელმწიფო გადატრიალებები და სხვა ძირგამომთხრელი საქმიანობა. სპეციალურმა ჯგუფმა შეიძლება აწარმოოს გარკვეული წრეების მიზანმიმართული დეზინფორმაცია, გადაბირება, მოსყიდვა, დაშინება და ამ გზით მოამზადოს ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან პოლიტიკური გადატრიალების მოწყობას”.

თუკი “ციანიდს საქმეს” და ამ სკანდალური ფაქტის შემდეგ საპატრიარქოში განვითარებულ პროცესებს გავაანალიზებთ, ნათელია, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სწორედ არაკონვენციური ომი მიმდინარეობს და, თუ საპატრიარქოში უცხო ქვეყნების ხელის ფათურზე ვისაუბრებთ, არსებულ მოცემულობას აშშ-ის ღია ინტერესებთან მივყავართ.

ფაქტია, რომ სტრატეგიული პარტნიორისაქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სრულად გასაკონტროლებლად კონკრეტულ მღვდელმსახურებთან კონკრეტულ საკითხებს განიხილავს. ფაქტია ისიც, რომ ამ კონკრეტული საკითხების განხილვის შედეგად, ბოდბელი ეპისკოპოსი სულ სხვა ენაზე ამეტყველდა. მეუფე იაკობი ახლა იმ ენაზე საუბრობს, რომელიც მისი მრევლისთვის უცხოა. ქორეპისკოპოსი, რომელიც რამდენიმე თვის წინათ საკმაოდ მკაცრ ქადაგებებს ისმენდა სულიერი მოძღვრისგან და რომელიც ადრე პედერასტების წინააღმდეგ ილაშქრებდა, ახლა ლამის მათი უფლებების დამცველად გვევლინება.

სანამ მეუფე იაკობი ამერიკიდან კონკრეტული შედეგით დაბრუნდება, თვალი გადავავლოთ მის შესახებ საპატრიარქოს ვებგვერდზე განთავსებულ მწირ ბიოგრაფიულ ინფორმაციას: “ყოვლადუსამღვდელოესი იაკობ ბოდბელი ეპისკოპოსი; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი; საქართველოს საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სრულუფლებიანი წარმომადგენელი წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში; ერისკაცობაში – კონსტანტინე უსუფის ძე იაკობაშვილი დაიბადა 1962 წლის 1 მარტს თბილისში. ანგელოზის დღე: 5 ნოემბერი _ წმ. მოციქული იაკობის ხსენება. ბერად აღკვეცა: 15.03.2003 წელი; დიაკვნად კურთხევა: 04.12.2003 წელი; მღვდლად კურთხევა: 22.02.2004 წელი; ეპისკოპოსად კურთხევა: 09.05.2010 წელი”.

როგორც ხედავთ, მეუფე იაკობმა მართლმადიდებლურ ეკლესიაშივარდების რევოლუციისწელს შეაბიჯა და პატრიარქის კარზე საკმაოდ დიდი ძალაუფლებაც მოიპოვა. ახლა საკითხავია, მოიპოვებს თუ ვერა მეუფე იაკობი ასეთივე განუზომელ ძალაუფლებასსტრატეგიული პარტნიორისკარზე და მიიღებს თუ არა იმ გარანტიებს, რომლებისთვისაც თავისი თვალსაზრისი უკვე არაერთხელ უარყო

გიორგი გელაშვილი

5 COMMENTS

  1. როგორც სჩანს დიდ მამებს რწმენა არა აქვთ უფლისა. ამიტომ მოსახდენი უნდა მოხდეს. ეს მტრობაა
    უფლისა, მტრობაა ქვეყნის მიმართ და ერის წინაშე, მტრობა პატიოსნებისა და სიმართლის მიმართ !!! მიუშვით მტრები ერთმანეთთან. მტერმა მოსპოს ბარემ მტერი. საქართველოს ეკლესიამ სირცხვილი დაჰკარგა. ასევე დაჰკარგა სიდინჯე, მიმტევებლობა. ყველა გასარეკია მთებში უკაცრიელ ადგილას. დიდო უფალო შეიწყალე საქართველოს ეკლესია, შეიწყალე ქართველი ერი. აღმოფხვერი ქვეყანაში შენებურად სიავე და იზეიმოს კეთილმა !!!

  2. ქორეპისკოპოსი იაკობი ქართულ ეკლესიის სამყაროში იგივეა, რაც უსუფაშვილი ქართულ პოლიტიკაში. საგულისხმო დამთხვევაა ისიც, რომ იაკობი უსუფასძეა და ორივენი ბოდბელები არიან.

  3. უკვე იმდენ ტყუილს ამბობთ, რომ საკუთარ ინტრიგებში გაიხლართეთ… ეკლესიის ჭვალი დაგადგათ და აგონიაში ხართ… პატარა ბავშვიც კი მიხვდება, რომ ცრუობთ, ისე უნიჭოდ ირჯებით. საქართველოში მოზარდებმაც კი იციან, რომ აშშ – ში მღვდელმთავართა გამგზავრება სახელმწიფოებრივი პროექტის ნაწილია და უწმინდესის კურთხევით ხორციელდება!!! აქ მთავრდებით თქვენ, საცოდავო ცილისმწამებლებო და ვეღარც ეს თქვენივე მიწერილი ფეიქ – აქაუნთიანი კომენტარები გიშველით, გაბანძებულები ხართ!!!

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: მურმანი Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here