წვრთნებზე სტრატეგიული შეკავების ძალებმა შეიმუშავეს პასუხი რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ თავდასხმაზე, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ.
მანევრებს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა.
გენერალური შტაბის ცნობით, წვრთნებში ჩართული იყო სტრატეგიული სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო სისტემა „იარსი“, ჩრდილოეთის ფლოტის სტრატეგიული სარაკეტო წყალქვეშა ნავი „ტულა“, შორ მანძილზე მოქმედი ორი სტრატეგიული სარაკეტო მატარებელი Ту-95МС.
სამხედროებმა პლესეცკის კოსმოდრომიდან იარსის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს, ხოლო „სინევას“ ბალისტიკური რაკეტა – ბარენცის ზღვის აკვატორიიდან კამჩატკაზე, კურას პოლიგონზე.
„სტრატეგიული შეკავების ძალების წვრთნებისას გათვალისწინებული ამოცანები სრულად შესრულებულია, ყველა რაკეტამ მიაღწია მიზანს, რაც ადასტურებს მითითებულ მახასიათებლებს“, – აცხადებენ კრემლში.