Home ახალი ამბები მსოფლიო Stars and Stripes: ირანმა აშშ-ში მიმავალი ტანკერი დააკავა – შურისძიების ოპერაცია

Stars and Stripes: ირანმა აშშ-ში მიმავალი ტანკერი დააკავა – შურისძიების ოპერაცია

92
ფოტოზე: ირანელი საზღვაო ქვეითების გადასხდომა ტანკერ Advantage Sweet-ის გემბანზე.

აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს   ყოველდღიურ გაზეთ  Stars and Stripes-ის ცნობით, ირანელმა საზღვაო ქვეითებმა 27 აპრილს ომანის ყურეში დააკავეს მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი  სანავთობე  ტანკერი Advantage Sweet-ი. ნავთობით  სრულად დატვირთული  ტანკერი ქუვეითიდან ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში მიემართებოდა. ამის შე3სახებ წერს  საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ- არხი „Елена Панина“.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკელმა სამხედროებმა ტანკერ Suez Rajan-ს მისამართი შეუცვალეს და აშშ-ში გაგზავნეს ჩინეთისთვის განკუთვნილი ირანული ნედლი ნავთობი და, სავარაუდოდ, ამან გამოიწვია   Advantage Sweet-ის ხელში ჩაგდების “პროვოცირება“.

* ვაშინგტონის აშკარა თავხედობა განსაცვიფრებელია. „კარგმა ამერიკელებმა“, უბრალოდ, „გადაამისამართეს“ ირანული ტანკერი შეერთებულ შტატებში, „ბოროტმა ირანელებმა“  კი „დაიპყრეს“ ამერიკისთვის  განკუთვნილი ტანკერი.

თეირანმა  ძალიან სწრაფად და ეფექტიანად უპასუხა საზღვაო  ყაჩაღობას. შემდეგ  ჯერზე ამერიკელები კარგად დაფიქრდებიან, „გადაამისამართონ“ თუ არა ირანული ტანკერები.

* ეს  მაგალითია რუსეთისთვისაც,  როგორ უნდა  უპასუხოს ამერიკის შეერთებული შტატების აგრესიულ ქმედებებს – მხოლოდ ძალისმიერი გზით.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@EvPanina/9324

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here