Home ახალი ამბები მსოფლიო სტრუქტურული ინფლაცია ევროპის არაუზრუნველყოფილი მოსახლეობის ფენებს ანადგურებს

სტრუქტურული ინფლაცია ევროპის არაუზრუნველყოფილი მოსახლეობის ფენებს ანადგურებს

88
სტრუქტურული ინფლაცია ევროპის არაუზრუნველყოფილი მოსახლეობის ფენებს ანადგურებს

ევროპაში ინფლაცია სტრუქტურულად იცვლება. „ბებერ კონტინენტზე“ ენერგიაზე ფასების ზრდის ტემპი მკვეთრად ნელდება – 2022 წლის ოქტომბერში ზრდა იყო 42%, ხოლო თებერვალში ტემპი მკვეთრად დაეცა 13,7% -მდე, 3-4 თვეში კი ევროპაში ენერგიაზე დეფლაცია იქნება ბაზის ეფექტის გამო. ენერგეტიკის პრობლემა „სცენიდან გადის, – იუწყება ტელეგრამ -არხი Spydell_finance.

ენერგეტიკამ მთავარი წვლილი შეიტანა სამომხმარებლო ფასების ინდექსის კლებაში, რომელიც შენელდა ოქტომბერში 10,6%-დან 8,5%-მდე 2023 წლის თებერვალში, მაგრამ ამასთაანავე, ენერგეტიკული კომპონენტისგან გაწმენდილი ინფლაცია განუხრელად განაგრძობს მატებას (6,4% – სექტემბერში, შემდეგ – 6,9%, 7%, 7,2%, 7,3% და ბოლოს – 7,7% თებერვალში). მოიმატა კვების პროდუქტებზე ფასებმა და 70-80-იანი წლების მაქსიმუმს გადააჭარმა. სასურსათო ფასების საერთოევროპული ინდექსი ყოველთვიურად მატულობს (ერთი წლის წინათ ფასების ზრდა 4,2% იყო, სექტემბერში ­-11,8%). ოქტომბერ-დეკემბერში სერვისებზე ფასების ზრდის შენელების შემდეგ, 2023 წლის დასაწყისში ფასების მატება შეინიშნება. იზრდება იმ საქონზე ფასი, რომელიც არ არის დაკავშირებული ენერგიასთან (მაქსიმუმია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში). ევროპაში ფონური ინფლაცია, თუ ერთჯერადი ეფექტებისა და არასტაბილური კომპონენტებისგან გავწმენდთ, დაახლოებით 6-6,5%-ია, რაც თითქმის 5-ჯერ აღემატება 2009 -2021 წლების საშუალო მაჩვენებელს. რა შეიძლება ითქვას აქ? პრობლემები მართლაც სერიოზულია, რადგან ენერგეტიკულმა დანახარჯებმა დაიწყო გავრცელება დარგობრივ კავშირებზე, საწარმოო ჯაჭვებსა და სავაჭრო არხებზე და ეს პროცესები შეიძლება კიდევ 12-15 თვეს გაგრძელდეს.

სტრუქტურულ ინფლაცია ანადგურებს მოსახლეობის არაუზრუნველყოფილ ფენებს,რადგან ღარიბების ხარჯვითი სტრუქტურის 60%-ზე მეტს შეადგენს ენერგია, კომუნალური მომსახურება და პროდუქტები, ამ სეგმენტში კი ფასების ზრდა ყველა მისაღებ ზღვარს სცილდება.

სწორედ ამიტომ არის მომხმარებელთა ნდობა ასეთი ცუდი. ახლა ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან ახალ მკაცრ ნაბიჯებს ელოდებიან.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://tgstat.ru/channel/@spydell_finance/2922

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here