Home ახალი ამბები მსოფლიო სსრკ-100: ის, ვინც დღესაც ეწევა აღარ არსებულ საბჭოთა კავშირთან ბრძოლას, დაინტერესებულია იმაში,...

სსრკ-100: ის, ვინც დღესაც ეწევა აღარ არსებულ საბჭოთა კავშირთან ბრძოლას, დაინტერესებულია იმაში, რომ ხალხი არ გაერთიანდეს, არ იგრძნოს საერთო ინტერესი!

150

2022 წლის 30 დეკემბერს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი 100 წლისა შესრულდებოდა. შესრულდებოდა, რომ არა ჯერ ხრუშჩოვის მიერ დაწყებული, შემდეგ კი გორბაჩოვის მიერ “დაგვირგვინებული” ღალატი ქვეყნისა და ხალხისა.

ხრუშჩოვის საწინააღმდეგო შეთქმულებამ, რომლის შედეგადაც ეს მოძალადე და ყველა უცენზურო ეპითეტით შესამკობი პირი იძულებით პენსიაზე გაუშვეს, უზარმაზარი ქვეყანა დროებით იხსნა გარდაუვალი კრახისგან, თუმცა მეორე “მელოტ მაჯლაჯუნას” (ბატონი გრიშა ონიანის ტერმინია, 1990 წელს ხრუშჩოვის მისამართით ნასროლი) ანუ მ. გორბაჩოვს, მან ვეღარ გაუძლო. გორბაჩოვის საწინააღმდეგო შეთქმულება ნაგვიანევად შედგა და, უნიჭო შემსრულებლების ხელში, ჩაფლავდა.

მიუხედავად იმისა, რომ ლენინის მიერ დაარსებული და სტალინის მიერ შენახული, ინდუსტრიალიზებული და მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცეული საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რადიკალურად არასწორი გზით ვითარდებოდა, დადებითი მაინც ბევრად მეტი იყო, ვიდრე უარყოფითი (უარყოფითიც, რა თქმა უნდა, ბევრი იყო!). დღეს რომ წარმოვიდგინოთ, რომ კრემლში გორბაჩოვი დროულად დაემხოთ, ქართველები აცდენილი ვიქნებოდით დემოგრაფიულ კატასტროფას, როდესაც სიკვდილიანობა აღემატება შობადობას, ქართველი კაცები მასობრივად იქცნენ იაფ მუშახელად უცხოეთში ან იმავე უცხოეთში ქურდბაცაცობენ, პლანს ეწევიან და არაკაცობენ, ხოლო ქალები მდიდარი უცხოელების ფეკალიებს ასუფთავებენ ან სხვა მძიმე სამუშაოს ასრულებენ, რომელსაც არასოდეს შეასრულებდნენ საბჭოთა კავშირის პირობებში!

ერთხელ დავწერე და კიდევ გავიმეორებ: როდესაც საბჭოეთის დროს სკოლაში დავდიოდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება არსებობდეს ქართველი მათხოვარი კაცი და ქართველი მეძავი ქალი! ეს იყო მთავარი ეროვნული ღირსება, რომელიც გვქონდა და რომელიც მიტინგებზე “-ჯოს” ძახილით ქართველობამ უნიტაზში ჩარეცხა. დღეს კი, “ბედნიერები”, საღამოობით ტელევიზორში ან “მიშას მარტვილობას”, ან რაიმე მოცისფერო-მოსექსო ტოკ-შოუებს უყურებენ, პერიოდულად დარდი-მანდი სიმღერების კონკურსით შეზავებულს…

ქართველი ადამიანი საბჭოთა კავშირში პატივის უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდა, მისი შურდათ ან, უფრო მეტად, იგი უყვარდათ. დღეს, ჩვენს სამეზობლოში, ქართველების შესაშური არაფერია და, ალბათ, არც სიყვარულის გამომწვევი…

სსრ კავშირის დანგრევის ჟამს მხოლოდ 17 წლის გახლდით, მაგრამ ყველა მოვლენა ზედმიწევნით კარგად მახსოვს. ისიც მახსოვს, რომ 17 წლის ახალგაზრდა ნათლად ვხვდებოდი (განსხვავებით მაშინდელი “ეროვნული ლიდერებისგან”): სრულდება ნორმალური ცხოვრება, წინ დიდი არეულობა და უბედურება გველის, ქართველი აღარავის დასჭირდება, მე კი, სამეცნიერო მოღვაწეობის სფეროში დიდი გეგმების მქონე ახალგაზრდას, მომავალს მართმევენ!

მარტო მე არ წამართვეს – ყველა წესიერ ოჯახს, ყველა პატიოსან ქართველს წაართვეს მომავალი…

მეტწილად მათ ჩაიდინეს ეს, ვინც სსრ კავშირის არსებობის ბოლო ეტაპზე დაუნდობლად და დაუსჯელად ძარცვავდნენ ქვეყანას, მოყვასს აბეზღებდნენ და ინტრიგებს აჩაღებდნენ. ჩვენ, უბრალო ადამიანები, მდიდრულად არ ვცხოვრობდით ნამდვილად, მაგრამ იყო მაძღარი და სტაბილური ცხოვრება, საარსებო მინიმუმის უმყარესი გარანტიებით. საბჭოთა კავშირი გახლდათ სტაბილობისა და სიმშვიდის სინონიმი.

რაც შეეხება ადამიანის პიროვნულ ღირსებას: მართალია, სახელმწიფო სისტემა, ბიუროკრატია, ხშირ შემთხვევაში პიროვნების მჩაგვრელის როლში შედიოდა, მაგრამ იყო საბჭოთა მოქალაქის დაფასების ისეთი მაგალითებიც, რომელთა მსგავსი დასავლეთში არც არასდროს ყოფილა. ასე მაგალითად: 1967 წელს საბჭოთა მილიციას (დღევანდელი გაგებით – პოლიცია) დაურიგეს ხელკეტები, რაც მანამდე გაუგონარი ამბავი იყო. ამ ხელკეტებით უნდა ევლოთ მილიციელებს ქუჩაში, პატრულირებისას. დღევანდელ პირობებში პოლიცია და ხელკეტი განუყოფელია ერთმანეთისგან – სამწუხაროდ და საუბედუროდ, დასავლეთიდან ეს “ხიბლიც” გადმოვიდა ჩვენთან. მაგრამ, აი, საბჭოთა კავშირში, ხალხმა ძალიან ცუდად მიიღო ხელკეტებიანი პოლიციის გამოჩენა და, რაც მთავარია, თავად სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ იგუეს ეს ახალი იარაღი, მართლწესრიგის დასაცავად. ერთი წელიც არ გავიდა ხელკეტების დარიგებიდან, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავად ამოიღო იგი მილიციელის აღჭურვილობის ნუსხიდან.

არგუმენტი – საბჭოთა მოქალაქე ძაღლი არ არის, რომ მილიციამ მას ხელკეტი ურტყას! მართლწესრიგის დაცვა სხვა მეთოდებითაც შეიძლება!

საბჭოთა მილიციის მთავარი იარაღი იყო უნიფორმა და არა ცხოველის საცემი საშუალება! მილიციას, ვიდრე ქვეყანა სრულად არ ჩაალპეს მოღალატე ბიუროკრატებმა, საკმარისი ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში, კრიმინალებს კი მისი ეშინოდათ.

ეს არის ადამიანის ღირსების დაცვა და არა ადამიანის უფლებებზე გაუთავებელი ლიბერასტური ლაქლაქი, თანაც მაშინ, როდესაც საქმით ადამიანის ძირითადი უფლება – ხელმისაწვდომ კვებაზე, ჯანდაცვაზე, კომუნალურ გადასახადებზე და კიდევ ბევრ რამეზე, ფეხქვეშ არის გათელილი!

გვეყო თვალთმაქცობა; საბჭოთა კავშირს, სამწუხაროდ, ვეღარავინ აღადგენს, მაგრამ ისტორია სწორად უნდა შეფასდეს. ის, ვინც დღესაც ეწევა აღარ არსებულ საბჭოთა კავშირთან ბრძოლას და მის დისკრედიტაციას, დაინტერესებული მხარეა – დაინტერესებულია იმაში, რომ ხალხი არ გაერთიანდეს, ხალხმა არ იგრძნოს საერთო ინტერესი და ასე თავის ჯამში ჰქონდეს თავი ჩარგული, ყველა ცალკე აღებულ ინდივიდს. სწორედ ეს გახლავთ დასავლური “ინდივიდუალიზმი” – ხალხის გახლეჩა, დანაწევრება და პოლიტიკურად უმწეო მდგომარეობაში ჩაგდება (გარეგნული დემოკრატიული ანტურაჟის შენარჩუნებით!), რათა ჩაგრულმა ხმა ვერ აღიმაღლოს მჩაგვრელის წინააღმდეგ. სანამ ეს ვითარება ასეა, ჩვენს ნაცებს და ქოცებს არაფრის უნდა ეშინოდეთ. გამარჯვება მათ გარანტირებული აქვთ!

გულბაათ რცხილაძე

1 COMMENT

  1. გაიხარეტ ბატონო გულბაათ!!!

    მეც ასე დაახოებიტ თქვენი ასაკის ვარ და ზუსტად იგივეს ვიმეორებ: საბჭოტა კავშირს ჰქონდა ბევრი ნაკლი, მაგრამ არა ისეტი რომ დღევანდელი გარყვნილი, “დემოკრატიული” ბურჯუების ავადსახსენებელი იყოს!
    საბჭოტა ადამიანი ადამიანად ვგრძნობდიტ ტავს. დასავლეთშ კი არიან ნამდვილი მონები, რომლებსაც ისიც კი ვერ გაუგიატ ტუ როგორ დამონებულ მდგომარეობაშ არიან. აი ეს არის დასავლეთის “ხობლში’ ჩავარდნა, რომლიდანაც ვერ გამოდის არსება -ადამიანი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here