Home ახალი ამბები მსოფლიო სრული პენტაბაზისი

სრული პენტაბაზისი

რომელ ღირებულებებზე მოუთხრობენ რუს სტუდენტებს

139

გამოცემაკომერსანტისინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, უკვე მომავალი წლის მარტის დასაწყისში მოამზადოს პირველი ვერსია მასშტაბური სასწავლო კურსისარუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლები და პრინციპები”.  ამ კურსს შეასწავლიან ყველა სპეციალობის სტუდენტებსმსოფლმხედველობრივი აქცენტების დასასმელად”.

“საფუძვლები” ადრე გამოცხადებულ პროექტ “რუსეთის დნმ”-ის ნაწილია, რომელიც არსობრივად უმაღლესი ჰუმანიტარული განათლების სრულფასოვან რეფორმას წარმოადგენს. ამ პროექტის ფარგლებში პრეზიდენტის ადმინისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად გეგმავს, “განსაზღვროს” და დანერგოს სტუდენტებში ის ღირებულებები, რომლებიც, სახელმწიფო მოხელეთა თქმით, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

ამასთანავე, გეგმავენ, შექმნან “რუსეთის მომავლის სახე”, რომლის საფუძველი იქნება ღირებულებების “პენტაბაზისი”. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პროფილურ ექსპერტებთან ერთად, რამდენიმე თვეა, განიხილავს უმაღლესი სასწავლებლების დისციპლინების ჰუმანიტარული ბლოკის შინაარსის გადახედვის პროექტს. დაგეგმილია მისი გაძლიერება, რუსეთის ხელისუფლების აზრით, სწორი ღირებულებებით. ამ ინიციატივას უწოდეს “რუსეთის დნმ”. სამინისტროს ვებგვერდზე ნათქვამია, რომ პროექტი შემუშავებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სახელმწიფო საბჭოს საექსპერტო მეთოდური საბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად.

“რუსეთის დნმ” ახსენეს ოქტომბრის დასაწყისში ტობოლსკში გამართულ უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენციაზე. თანდართულ მასალებში ნათქვამი იყო, რომ პროექტის “ორგანიზატორია” განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გრიგორი გუროვი, “ხელმძღვანელი” _ სახელმწიფოს საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის სამმართველოს უფროსი ალექსანდრე ხარიჩევი.

პროექტის მთავარი იდეოლოგი და “სამეცნიერო ხელმძღვანელი” კი არის “როსატომის” რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ანდრეი პოლოსინი. 2020 წლამდე ის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის მეცნიერი თანამშრომელი იყო, ამჟამად კი ეროვნული კვლევითი ბირთვული უნივერსიტეტის მოსკოვის საინჟინრო-ფიზიკური ინსტიტუტის სამეცნიერო დარგობრივი პროექტების მართვის კათედრას ხელმძღვანელობს და ეკონომიკის უმაღლეს სკოლაში ასწავლის.

ანდრეი პოლოსინი და ალექსანდრე ხარიჩევი მუშაობდნენ სერგეი კირიენკოს ხელმძღვანელობით, როცა ის “როსატომის” გენდირექტორი იყო.

იდეოლოგია კი არა, “საყოველთაოდ აღიარებული აქსიომა

პროექტ “რუსეთის დნმ”-ის ფარგლებში განიხილება იდეა, რომ ყველა სტუდენტისთვის სავალდებულო იყოს კურსი “რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლები და პრინციპები”. ახალ “იდეოლოგიურ” სასწავლო საგანზე ინფორმაცია პირველმა გაავრცელა ინტერნეტგამოცემა “მედუზამ” (რუსეთში აღიარებულია უცხოურ აგენტად _ გ.გ.), როგორც “კომერსანტმა” გაარკვია, სასწავლო-მეთოდური კომპლექსი “საფუძვლებისთვის” (ფაქტობრივად, კურსის პირველი ვერსია) მზად იქნება 2023 წლის თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში. ამის შესახებ განაცხადა ორმა წყარომ, რომელთათვისაც ცნობილია ჰუმანიტარული განათლების განხილვის მიმდინარეობა.

სარატოვის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებების კათედრის გამგე ალექსანდრე ვილკოვი “საფუძვლების” შემუშავებაში მონაწილეობს. მისი თქმით, ამჟამად ვარაუდობენ, რომ კურსი უნდა შედგებოდეს რამდენიმე ბლოკისგან. სტუდენტებს მოუთხრობენ, როგორ გაჩნდა რუსული სახელმწიფო, რა არის მისი სპეციფიკა, რომელ ტრადიციებს ეყრდნობა რუსული სახელმწიფოებრიობა, რა როლს თამაშობს ბუნებრივკლიმატური ფაქტორი. ბლოკიდან კი, ჯერჯერობით პირობითი სახელწოდებითრუსეთი და გარე სამყარო”, სტუდენტები შეიტყობენ, “ყოველთვის რატომ უწევდა რუსეთს სხვადასხვა გარე ოპონენტის თავდასხმის მოგერიება”.  ბატონი ვილკოვი გვარწმუნებს, რომ ბლოკების კონკრეტულ ფორმულირებებსა და შინაარსში ცვლილებებიც შევა. მისი თქმით, შემქმნელებს სურთ, რომ კურსს ჰქონდესკონკრეტული ხასიათი და ეფუძნებოდეს ისტორიულ მასალებსადაღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს რუსულ სახელმწიფოებრიობას”.

“ის უნდა იწვევდეს ინტერესს, _ ამბობს ალექსანდრე ვილკოვი, _ რათა სტუდენტებს შეეძლოთ, შეაფასონ რუსული სახელმწიფოს მნიშვნელობა, მისი ფუნქციონირება სხვადასხვა პერიოდში, რათა გაიგონ, რატომ არის საჭირო ამ უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტის დაფასება და დაცვა”.

“კომერსანტის” შენიშვნაზე, რომ კონსტიტუცია კრძალავს სახელმწიფო იდეოლოგიას, ბატონმა ვილკოვმა განაცხადა: “კურსის ავტორებს ასეთი ამოცანა არ დაუსახავთ, მაგრამ თანამედროვე რუსული სახელმწიფოებრიობა ითვალისწინებს გარკვეული ღირებულებების ბირთვის არსებობას, რომელიც აღქმული უნდა იყოს, როგორც საყოველთაო აქსიომა. მიმდინარეობს ამ ბირთვის განხილვა, რომელმაც საფუძველი უნდა ჩაუყაროს ჩვენს სახელმწიფოებრივ მსოფლმხედველობას, მიმართულს ჩვენი სახელმწიფოებრიობის უნიკალურობის აღქმისგან დამპყრობლებთან ბრძოლის გამოცდილებისკენ და ა.შ.”, _ განმარტა ალექსანდრე ვილკოვმა.

“საფუძვლების” კურსს განიხილავდნენ ოქტომბრის ბოლოს გამართულ ფორუმზე “რუსეთის დნმ”. დისკუსიის  მონაწილე, ყაზანის უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი სტრატეგიული ინსტიტუტის საკითხებში ოლეგ აგაპოვი დარწმუნებულია, რომ “ყველა საზოგადოებას თავისი იდეოლოგია აქვს”.  მისი გაგებით, ეს არის “ღირებულებებისა და ორიენტირების სისტემა, რომლებზეც საჯაროდ უნდა ვისაუბროთ”. “ჩვენ შევეცადეთ, გამოგვეყო პასუხები თანამედროვეობის გამოწვევებზე, რომლებიც იყო ყველა ეპოქაში, – განაცხადა ბატონმა აგაპოვმა “საფუძვლებზე” მსჯელობისას, _ და შევეცადეთ, გამოგვევლინა სოციოკულტურული  ღირებულებები, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება საზოგადოებისა და სახელმწიფოს განვითარების თითოეული პერიოდის დახასიათება”.  მანვე ახსნა, რატომ მოუწევს “საფუძვლების” შესწავლა ყველა სტუდენტს, განურჩევლად სპეციალობისა. “მომავალი მაღალჩინოსნები, ეკონომისტები, აგრონომები _ ყველა გაივლის უმაღლესი განათლების სისტემას. იქ ისინი იღებენ არა მხოლოდ პროფესიას, არამედ სვამენ მსოფლმხედველობრივ აქცენტებს”. ოლეგ აგაპოვი მიიჩნევს, რომ “რუსეთის დნმ”, ამოცანების თვალსაზრისით, გაცილებით ფართოა, ვიდრე ერთი საუნივერსიტეტო კურსი.

“ჩვენ სოჭში გამართულ ფორუმზე  რუსეთის მომავლის  სახეებზე ვიმუშავეთ. ეს არის ინტელექტუალური კლასის მოპატიჟება რუსეთის მომავალ სახეზე სამუშაოდ”, _ განაცხადა აგაპოვმა.

“სახელმწიფო გამოყოფს გადასახადის გადამხდელთა ფულს  უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების სწავლისთვის. გადასახადის გადამხდელები კი დაინტერესებულნი არიან, რომ მათი ფული ჩაიდოს ისეთ საქმეში, რომელიც მათ  გააუმჯობესებს ცხოვრებას, _ განმარტა ამოცანა პროექტისა მისმა “სამეცნიერო ხელმძღვანელმა” ანდრეი პოლოსინმა. _ ლაპარაკია, როგორ განისაზღვროს ძირითადი პარამეტრები იმისა, რაც ადამიანს საშუალებას მისცემს, იყოს საკმაოდ წარმატებული. შექმენი, გააუმჯობესე შენი და იმ ადამიანების ცხოვრება, რომლებმაც დააფინანსეს შესაძლებლობა, მიგეღო ეს განათლება, და შექმენი კარგი ცხოვრება ქვეყნისთვის”.

პოლოსინის აზრით, ამჟამად ძნელი სათქმელია, რა გამოვა _ ცალკე კურსი თუ “სისტემური  მსოფლმხედველობრივი კომპლექსური გადაწყვეტილებების შემუშავება”. ეს ეხება კონკრეტულ ვადებსაც: “ჩვენ ველოდებით, რომ პროფესურამ, დოქტორებმა, აკადემიკოსებმა ჩამოაყალიბონ და იპოვონ სწორი გამოსავალი”.

სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის რუსეთის აკადემიის ნიჟნი ნოვგოროდის მართვის ინსტიტუტის ფილოსოფიის, სოციოლოგიისა და ფსიქოლოგიის კათედრის პროფესორი ანდრია დახინი დასძენს: საფუძვლების კურსისგარდა, უმაღლეს სასწავლებლებში შეიძლება გადაიხედოს ჰუმანიტარული დისციპლინების მთელი ბლოკი.

არის მოსაზრება, რომ ჰუმანიტარული განათლების მისია რუსეთში მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მძლავრი სოლიდარული ურთიერთობის ჩამოყალიბებაშია, _ ამბობს ის. _ ჰუმანიტარულ საგნებს შეიძლება დაემატოს რაღაც ბლოკი ან შეიძლება მათი გაფართოება მსოფლმხედველობრივი ცნებების და არა მხოლოდ გამოყენებითი ცოდნის მიმართულებით”. კომერსანტის მონაცემებით, 2020 წლის იანვარში დაგეგმილია მასწავლებელთა მომზადების ფედერალური ცენტრების შექმნა და კურსის სასწავლომეთოდოლოგიური მასალების შემუშავება. ვარაუდობენ, რომ 2023 წლის 1 სექტემბრამდე იქ უმაღლესი სასწავლებლების 6000 მასწავლებელს მოამზადებენ. ოლეგ აგაპოვი აღნიშნავს, რომ “ისინი შეძლებენ მიღებული ცოდნის ინტეგრირებას თავიანთ დისციპლინებში _ პოლიტოლოგიის, სოციოლოგიის და ჰუმანიტარული ბლოკის სხვა საგნების”.  რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს ეს თარიღები და ციფრები, მაგრამ ისიც თქვეს, რომ რეალურმა ცხოვრებამ შეიძლება მათში კორექტივები შეიტანოს.

პენტაბაზისის სათავეები

“საფუძვლები” და “რუსეთის დნმ” პრეზიდენტის ადმინისტრაციის შიდაპოლიტიკური ბლოკის წიაღში დაიბადა გასული წლის ბოლოს, როდესაც “რუსი საზოგადოების გარკვეული ღირებულებების იდეოლოგიის ძებნაზე ფიქრობდნენ”.  ამოცანის გადასაწყვეტად მიიწვიეს ექსპერტები, მათ შორის აკადემიური სფეროდან. ამ სამუშაოს შესრულების შედეგად გაჩნდა “პენტაბაზისის” მეთოდოლოგიური მოდელი, რომელიც შედგება 5 ბლოკისგან: ადამიანი, ოჯახი, საზოგადოება, სახელმწიფო, ქვეყანა. ისინი დეტალურად არის აღწერილი სამეცნიერო სტატიაში “რუსეთის სოციალურ-ისტორიული განვითარების საბაზისო ღირებულებების, ფაქტორებისა და სტრუქტურების აღქმა” (ჟურნალი “პოლიტიკური კვლევები”, ტომი 6, #3, 2022 წ.). მის ავტორებად მითითებულნი არიან სახელმწიფო საბჭოს საქმიანობის უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ხარიჩევი, “რუსეთის დნმ”-ის იდეოლოგი ანდრია პოლოსინი, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დეკანი ანდრია შუტოვი და სოციალური კვლევების საექსპერტო ინსტიტუტის სტრატეგიული კვლევებისა და პროგნოზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ეკატერინე სოკოლოვა. მათ “პენტაბაზისის” თითოეულ ელემენტს მიუსადაგეს ღირებულებითი  მესიჯები:

* “პატრიოტიზმი” (ქვეყნის დონისთვის);

* “ნდობა საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი” (სახელმწიფოს დონისთვის);

* “თანხმობა” (საზოგადოების დონისთვის);

* “ტრადიციები” (ოჯახის დონისთვის);

* “შექმნა” (ადამიანის დონისთვის).

ეს სტატია ამა წლის მარტში დაიწერა, მაგრამ ოქტომბრისთვის პენტაბაზისისშესახებ ბევრი წარმოდგენა შეიცვალა. მიუხედავად ამისა, “რუსეთის დნმ”-ის კონფერენციის მონაწილეებმა ის თანდართულ მასალად მიიღეს, მაგრამპენტაბაზისიაიღეს, როგორც ერთერთი ღირებულებითი მატრიცა, რომლის მეშვეობით კონფერენციის მონაწილეებმაგაზომესრომანოვების, რიურიკოვიჩების ეპოქები, მეოცე საუკუნის ეპოქა. მისი მეშვეობით, აგრეთვე, “გაზომესევროპა და აზია”,  _ აღნიშნა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ასაფოვმა, რომელიც კონფერენციაზე ერთ-ერთი ჯგუფის მოდერატორი იყო.

ნოემბრის დასაწყისში სტატიის ავტორებმა სოციალური კვლევების საექსპერტო ინსტიტუტის მრგვალ მაგიდასთან განიხილეს თავიანთი წარმატებები რუსეთის კულტურული კოდის ძებნაში.

ანდრია პოლოსინი ამბობს: “ჩვენ ხელს არ გვაძლევს “ანგლოსაქსური” და “აზიური” კულტურული  საფუძვლები: პირველი გვთავაზობს ადამიანის აქტიურ მოქმედებას საკუთარი ინტერესებისთვის, მეორე _ კოლექტივის ინტერესებისთვის. რუსი ადამიანისთვის კი დამახასიათებელია “სხვისთვის მოქმედება”.  ეკატერინე სოკოლოვამ კი “პენტაბაზისის” რუსული ვარიანტი მაკარონებს შეადარა: “ჩვენ, ყველა, ერთი ცომისგან ვართ, ოღონდ სხვადასხვა ფორმის. ერთი მხრივ, ყველა ცალ-ცალკე ვართ, მეორე მხრივ, ყველა ერთად ვართ”.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.kommersant.ru/doc/5652423

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here