Home ახალი ამბები საქართველო სომხეთის ქალაქ დილიჟანში ჩატარდა კონფერენცია რუსულ ენასა და კულტურაზე

სომხეთის ქალაქ დილიჟანში ჩატარდა კონფერენცია რუსულ ენასა და კულტურაზე

81

საქართველოს საზოგადოებრიობის და პედაგოგთა დელეგაცია ორგანიზატორთა მიწვევით სტუმრობდა სომხეთის ქალაქ დილიჟანს, სადაც წარმატებით ჩატარდა სამეცნიეროპრაქტიკული სემინარი-კონფერენცია რუსულ ენასა და კულტურაზე. სემინარზე შეიკრიბა 150-ზე მეტი მონაწილე სომხეთის ყველა რეგიონიდან.

რესპუბლიკური მასშტაბის ასეთი შეკრების ჩატარება რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთა მონაწილეობით საქართველოში წარმოუდგენელია, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვლება.

სემინარის მიზანს წარმოადგენდა რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული ენის გავრცელების ხელშეწყობა.

სემინარის ორგანიზატორებია როსსოტრუდნიჩესტვოდა განათლებისა და განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტი (რუსეთის ფედერაცია).

კონფერენციის მონაწილეებს ქართული დელეგაციის სახელით მიესალმა თემურ ფიფია.  ქართულმა დელეგაციამ სემინარის ორგანიზატორებთან შეხვედრისას განიხილა თანამშრომლობის პერსპექტივები.

3 ნოემბერი, 2022 წელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here