Home ახალი ამბები მსოფლიო Bloomberg: სოლედარში შექმნილმა ვითარებამ უკრაინა ჩიხში შეიყვანა

Bloomberg: სოლედარში შექმნილმა ვითარებამ უკრაინა ჩიხში შეიყვანა

ბლუმბერგი: სოლედარსა და არტემივსკში ბრძოლების გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებენ ახალი შეტევის დაწყებას

145
Bloomberg: სოლედარში შექმნილმა ვითარებამ უკრაინა ჩიხში შეიყვანა

კიევი სოლედარსა და არტემივსკში საბრძოლო მოქმედებების გამო ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან უკრაინულ არმიას აღარ ეყოფა ძალა შეტევის განსახორციელებლად, – იტყობინება სააგენტო Bloomberg.

გამოცემის თანახმად, ამ ადგილებში რუსული არმიის წინსვლის შეჩერება უკრაინის შეიარაღებული ძალების რეზერვების დიდ რაოდენობას მოითხოვს.

„სიტუაცია აიძულებს ჩვენს სარდლობას გამოიყენოს მეტი რეზერვი ამ მიმართულებით, ამიტომ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ უახლოეს მომავალში ისინი საკმარისი არ იქნება ზაპოროჟიედან სამხრეთით ან სხვა მიმართულებით დიდი შეტევის განსახორციელებლად“, – ამის შესახებ განაცხადა უკრაინული ანალიტიკური ცენტრის „ახალი გეოპოლიტიკის“ სტრატეგიული მოდელირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იგორ ლევჩენკომ.

როგორც გამოცემა The Wall Street Journal წერს, დასავლელი და უკრაინელი ოფიციალური პირები და ანალიტიკოსები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არტემივსკის დატოვებისკენ მოუწოდებენ. მათი აზრით, კიევი ქალაქისთვის ბრძოლაში ჩაება “რუსეთის პირობებით”. ამ მიზეზით უკრაინამ დაკარგა საჭირო ძალები საგაზაფხულო შეტევისთვის.

სოლედარს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს კიევისთვის, ის მდებარეობს არტემივსკი-სევერსკის თავდაცვითი ხაზის ცენტრში. აქ უკრაინელმა სამხედროებმა აღმართეს ძლიერი თავდაცვითი სიმაგრეები. რუსული ძალის მიერ სოლედარის განთავისუფლება შესაძლებელს გახდის არტემივსკისა და სევერსკს შორის პირდაპირი მიწოდების მარშრუტის წყვეტას, ასევე ჩრდილოეთის მხრიდან არტემივსკის დაცვას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების ნაწილებმა სოლედარი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან გადაკეტეს, ბრძოლები კი თავად ქალაქში მიმდინარეობს.

გასული დღის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ასევე მოახერხეს დონეცკის მიმართულებით, სოლედარის რაიონში, სოფელ პოდგოროდნოეზე კონტროლის დამყარება. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაკარგეს 80-მდე სამხედრო მოსამსახურე, ერთი ტანკი, სამი ჯავშანტექნიკა და ორი მანქანა.

24 თებერვლიდან უკრაინაში სპეცოიალური სამხედრო ოპერაცია მიმდინარეობს. ვლადიმერ პუტინმა მის საბოლოო მიზნად დონბასის გათავისუფლება და რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიის პირობების შექმნა დასახა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here