Home რუბრიკები საზოგადოება სოკოლოვი: თუ ასე გაგრძელდა ერი აღარ იქნება, ვიღაცების საჯიჯგნად იქცევა

სოკოლოვი: თუ ასე გაგრძელდა ერი აღარ იქნება, ვიღაცების საჯიჯგნად იქცევა

1552

ტელეკომპანია „იმედი“-ს  გადაცემა ”პრაიმ-შოუს” გუშუნდელ გადაცემის დასკვნით ნაწილში, რეზიუმეს სახით სიტყვა წარმოთქვა, პირველმა ქართველმა დიქტორმა და ახლა უკვე აღნიშნული გადაცემის ახალმა წამყვანმა დავით სოკოლოვმა.

„ჩემო ძვირფასებო, რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ ქვეყნის სიკეთისთვის. ყველანი ვერ ვიქნებით ცას გამოკიდებული გმირები, ყველა ვერ ვიქნებით შაშხანის ამღები და საოცრების ჩამდენი, რაც შეგვიძლია ის გავაკეთოთ ქვეყნისთვის. ერი აღარ იქნება თუ ასე გაგრძელდა, თუ ყოველდღიურად ასე გაგრძელდა დაკარგვა იმ საოცრების, რასაც ქართველი ერი ჰქვია, და ღმერთმა ნუ მომასწროს, მე ვერც მოვესწრები, მაგრამ ღმერთმა ნუ მოგასწროთ ნურც თქვენ, იმ დღეს, როდესაც ეს სასწაული ქვეყანა იქცევა ვიღაცების საჯიჯგნად და ვიღაცების მისაფურთხებლად. ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან“, – განაცხადა დავით სოკოლოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here