Home ახალი ამბები მსოფლიო სიყალბე, როგორც დასავლეთის მოქმედების მეთოდი

სიყალბე, როგორც დასავლეთის მოქმედების მეთოდი

108
სიყალბე, როგორც დასავლეთის მოქმედების მეთოდი

გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის აღიარება გაზეთ Die Zeit-თან ინტერვიუში, რომ მინსკის შეთანხმებები გაფორმდა იმისათვის, რომ უკრაინისთვის მიეცათ დრო მომზადებულიყო რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის, შესაძლოა გამოყენებულ იქნას ტრიბუნალის ფარგლებში. ამის შესახებ ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ახლა ბევრს საუბრობენ სამართლებრივი შეფასებების შესახებ, რაც ხდება უკრაინის ირგვლივ, გარკვეულ ტრიბუნალებსა და ა.შ., – თქვა მან. – აი, ეს კი არის კონკრეტული განცხადება ტრიბუნალისთვის. რაც მერკელმა თავის ინტერვიუში თქვა, არის იმ ადამიანის ჩვენება, რომელმაც პირდაპირ განაცხადა, რომ ყველაფერი, რაც გაკეთდა 2014-2015 წლებში, ერთ მიზანს ემსახურებოდა: გადაეტანათ მსოფლიო საზოგადოების ყურადღება რეალური პრობლემებიდან, გაეყვანათ დრო, აღეჭურვათ იარაღით კიევის რეჟიმი და საქმე დიდ კონფლიქტამდე მიეყვანათ“.

ზახაროვას თქმით, გერმანიის ყოფილი კანცლერის აღიარებაში „საშინელი რამ ჟღერს: სიყალბე, როგორც დასავლეთის მოქმედების მეთოდი – მაქინაციები, მანიპულაციები, სიმართლის, კანონისა და სამართლის ყველანაირი დამახინჯება, რაც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ”.

„მათ (დასავლეთის წარმომადგენლებმა) უკვე მაშინ, 2015 წელს, როცა მრავალსაათიანი მოლაპარაკებები იმართებოდა, იცოდნენ, რომ ამას არასოდეს შეასრულებდნენ, რომ დიდი რაოდენობით იარაღს მიაწვდიდნენ კიევის რეჟიმს“, – ხაზგასმით აღნიშნა დიპლომატმა. – მათ არავინ ეცოდებოდათ: არც ქალები, არც ბავშვები, დონბასის მშვიდობიანი მოსახლეობა და არც, ზოგადად, უკრაინა. მათ სჭირდებოდათ კონფლიქტი და ამისთვის მზად იყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, 2015 წელს.

მერკელის აღიარება

გერმანულ გაზეთ Die Zeit-თან მიმდინარე წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნებულ ინტერვიუში მერკელმა სიტყვასიტყვით განაცხადა შემდეგი: „2014 წლის მინსკის შეთანხმება იყო მცდელობა, მიგვეცა უკრაინასთვის დრო. მანაც გამოიყენა ეს დრო, რათა გაძლიერებულიყო, როგორც დღეს ვხედავთ. 2014-2015 წლების უკრაინა არ არის თანამედროვე უკრაინა“. მისი თქმით, „ყველასთვის ნათელი იყო“, რომ კონფლიქტი გაიყინა და პრობლემა არ მოგვარებულა, „მაგრამ სწორედ ამან მისცა უკრაინას ფასდაუდებელი დრო“. მან ეჭვი გამოთქვა, რომ იმ დროს ნატო-ს ქვეყნებს შეეძლოთ კიევის მხარდაჭერა იმ მოცულობით, რამდენადაც ამას ახლა აკეთებენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here