Home ახალი ამბები მსოფლიო შოლცმა გათბობაზე ფასის მომატებას “სოციალური ასაფეთქებელი” უწოდა

შოლცმა გათბობაზე ფასის მომატებას “სოციალური ასაფეთქებელი” უწოდა

63

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ქვეყანაში გათბობაზე ფასის მომატებასსოციალური ასაფეთქებელიუწოდა და შეშფოთება გამოთქვა ენერგომატარებლების გაძვირების გამო.

“თუ გათბობაზე გადასახადი ორი ასეული ევროთი მოიმატებს, თანხის გადახდას ბევრი ვერ შეძლებს. ეს სოციალური ასაფეთქებელია”, _ განაცხადა შოლცმა ტელაარხ ARD-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. კანცლერმა ქვეყანაში ბუნებრივი აირის  იმპორტიორებსა და  მომხმარებლებს სახელმწიფოს მხრიდან დახმარება აღუთქვა.

2 ივლისს ფედერალური ქსელური სააგენტოს (გფრ-ის ენერგომარეგულირებელი) ხელმძღვანელმა კლაუს მიულერმა განაცხადა, რომ გერმანიაში მომხმარებლები შოკში ჩავარდებიან ბუნებრივი აირის გაძვირების გამო. მისი აზრით, “ჩრდილოეთის ნაკადიდან” ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირება მისი ფასის 3-ჯერ მომატებას გამოიწვევს.

“გაზპრომის” განცხადებით, კომპანია იძულებულია, შეამციროს ბუნებრივი აირის მიწოდება “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენით, რადგან  ამ მილსადენის მომსახურე კომპანია “სიმენსმა” ბუნებრივი აირის გადამქაჩი აგრეგატები შეკეთების შემდეგ კანადიდან გერმანიაში ვერ დააბრუნა, რადგან კანადამ სანქციები  დაუწესა რუსეთს.

ამჟამად “ჩრდილოეთის ნაკადის”  მეშვეობით გერმანიას მიეწოდება ბუნებრივი აირის საჭირო მოცულობის მხოლოდ 40 პროცენტი.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here