Home ახალი ამბები საქართველო სერგო ჩიხლაძე – კელი დეგნანს აქვს ბევრი შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც...

სერგო ჩიხლაძე – კელი დეგნანს აქვს ბევრი შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გვხვდება და გასაკვირი არ არის, თუ ელჩი ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან გავლენიან ბიზნესმენს ხვდება

ელჩს აქვს ბევრი შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გვხვდება და გასაკვირი არ არის, თუ ელჩი ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან გავლენიან ბიზნესმენს ხვდება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კელი დეგნანმა ძალიან მკაფიოდ ახსნა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსი.

„ელჩმა ძალიან მკაფიოდ ახსნა ამ შეხვედრის შინაარსი. ელჩს აქვს ბევრი შეხვედრა, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც გვხვდება და ამაში გასაკვირი არ არის, თუ ელჩი ამა თუ იმ პოლიტიკოსს ან გავლენიან ბიზნესმენს ხვდება. სპეკულაციები უნდა მორჩეს „ქართული ოცნების“, ღარიბაშვილების, კობახიძეებისა და ივანიშვილების მხრიდან“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შეხვედრისას ისაუბრეს ამერიკა-საქართველოს პარტნიორობაზე და მრავალ სხვა სფეროზე, სადაც აშშ ცდილობს, მხარი დაუჭიროს საქართველოს განვითარებას.

1tv.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here