Home ახალი ამბები მსოფლიო სენატში აღიარეს, რომ უკრაინას ეხმარებოდნენ კონტრშეტევისას

სენატში აღიარეს, რომ უკრაინას ეხმარებოდნენ კონტრშეტევისას

99

აშშის სენატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკ უორნერმა აღიარა, რომ უკრაინის ჯარების კონტრშეტევა ამერიკული დაზვერვის უკრაინელ და ბრიტანელ კოლეგებთან მუშაობის შედეგია, _ წერს ria.ru.

“ეს (უკრაინელების წინსვლა) ნაწილობრივ აშშ-ისა და ჩვენი ნატოელი მოკავშირეების მხრიდან კოლოსალური მხარდაჭერის შედეგია, ნაწილობრივ _ უკრაინელებთან და სხვა მეგობრებთან სადაზვერვო თანამეგობრობის მუშაობის შედეგი, კერძოდ, ბრიტანელებთან”, _ აღნიშნა მარკ უორნერმა CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, ამერიკელი და ბრიტანელი სადაზვერვო სამსახურები “დაძაბულობაში ამყოფებენ” რუსეთის სამხედრო ძალებს.

უფრო ადრე ხარკოვის ოლქის გათავისუფლებული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი განჩევმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ კუპიანსკიდან, იზიუმიდან, შევჩენკოვიდან და ბალაკლეიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს  განცხადებით, სამხედრო ქვედანაყოფები ბალაკლეიდან და იზიუმიდან გადაჯგუფებულნი არიან დონეცკის მიმართულებით სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასახული მიზნების შესასრულებლად.

მანამდე გაზეთი New York Times-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის დაზვერვამ კიევს კონსულტაციები გაუწია, რათა მოემზადებინა და დაეწყო სამხედრო მოქმედებები ხარკოვთან. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ისა და უკრაინის სპეცსამსახურებმა გაააქტიურეს სადაზვერვო მონაცემების გაცვლა კონტრშეტევის დასაგეგმავად. ექსპერტთა აზრით, უკრაინელი სამხედროების სადაზვერვო მონაცემების გადაცემამ აშშ შეიძლება კონფლიქტის სრულფასოვან მხარედ აქციოს.

ლუკა მაისურაძე

https://ria.ru/20220912/ukraina-1816111671.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here