Home ახალი ამბები მსოფლიო საქმე მხოლოდ Silicon Valley Bank-ით არ შემოიფარგლება

საქმე მხოლოდ Silicon Valley Bank-ით არ შემოიფარგლება

და ნიუ-იორკის Signature Bank-იც არ არის მზარდი სტრუქტურული კრიზისის ბოლო მსხვერპლი

152

კალიფორნიული Silicon Valley Bank(SVB)-ის შემდეგ ნიუ-იორკის Signature Bank-იც  „დაეცა“. საქმეში ჩაერია არა მხოლოდ თეთრი სახლი,  არამედ დაუნინგ სტრიტი 10-იც. SVB კონტროლზე აიყვანა დეპოზიტების დაზღვევის ფედერალურმა კორპორაციამ (FDIC). ბრიტანული ფილიალი 1 გირვანქა სტერლინგად მიჰყიდეს (გარიგება რეგისტრაციის პროცესშია) ბრიტანულ HSBC-ს, მოლაპარაკებებს პირადად ხელმძღვანელობდა გაერთიანებული სამეფოს ხაზინის უფროსი ჯერემი ჰანტი. ამ ინფორმაციას ავრცელებს ტელეგრამ-არხი „ДРОБНИЦКИЙ“.

აშშ-ის ხაზინა ახლა აერთიანებს Silicon Valley Bank-ისა და Signature Bank-ის დეპოზიტების ვალდებულებებს. მეანაბრეებს ჰპირდებიან „სრულ კონტროლს“ ვითარებაზე და „არანაირ ზარალს გადასახადის გადამხდელებისთვის“. განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია. მაგალითად, თუ მეანაბრეებს ცოცხალი ფულის ნაცვლად ეძლევათ სახელმწიფოს ან კორპორაციების გარკვეული ვალდებულებები, რომლებიც უნდა დაიფაროს  2035 წელს, ფორმალურად ეს არ ნიშნავს ზარალს. მეტიც, რა შუაშია აქ  გადასახადის გადამხდელები? ბანკს ხომ  ბევრი უცხოელი მეანაბრე ჰყავს.  თუ ყველასთვის სრულ კომპენსაციაზეა ლაპარაკი, მაშინ საიდან გაიცემა  თანხები, თუ არა ბიუჯეტიდან?  დიდ გასაჭირში ჩავარდნილი ორივე ბანკი არ არის ყველაზე დიდი და მათი დამახასიათებელი ნიშანი კრიპტოვალუტაში დეპოზიტების მიღება იყო, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კონტინენტური ევროპის სხვა ბანკებიც არ არიან დაავადებული ანალოგიური  სენით. უბრალოდ, სტრუქტურული კრიზისი თანდათან ჭამს ლიკვიდურობას და სწორედ ეკონომიკის სარისკო სექტორების მომსახურე პატარა და „თავხედი“ ბანკები ხდებიან პირველი მსხვერპლნი. ამ შემთხვევაში IT -სექტორი, მეღვინეობა, კრიპტოვალუტით ვაჭრობა და ა.შ. უფრო დიდი და სოლიდური სტრუქტურები შედეგს მოგვიანებით იწვნევენ. საინტერესო დეტალი: ორივე ბანკი უკვე ღრმა კრიზისში იყო, მაგრამ მათი მენეჯმენტი განაგრძობდა  ESG სისტემის  (ეკოლოგიური სოციალური მმართველობის დავოსის სისტემა) დანერგვას, მათ შორის ლგბტ კლიენტების მხარდაჭერის პროგრამის განვითარებას. ორი ბანკის კოლაფსის კიდევ ერთი თავისებურება პოლიტიკურია.  პელოსი-ნიუსომის კალიფორნიული  კლანისთვის ეს დიდი პრობლემაა, მათ შორის კალიფორნიის გუბერნატორ გევინ ნიუსომისთვის, როგორც შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატისთვის. ეს ასევე პრობლემაა ნიუ-იორკელი დემოკრატებისთვის კეტი ჰოჩულის ხელმძღვანელობით, რომელმაც 2022 წელს ძლივს დაამარცხა რესპუბლიკელი ლი ზეიდლინი.  და აქაც საინტერესო გარემოება:  ნიუ-იორკში დაფუძნებული Signature Bank-ი,  დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდა ტრამპის ოჯახთან და მათ კომპანიებთან, მაგრამ 2021 წლის 6 იანვრის შემდეგ ბანკმა  პოლიტიკური მოტივებით მათთან ყოველგვარი კავშირი  გაწყვიტა. გავიდა ორი წელი და ბანკი, ფაქტობრივად, გაქრა. ეს woke(გაღვიძების) დღის წესრიგის  ნათელი ილუსტრაციაა ან უარესი, გააჩნია, რომელი მხრიდან  შეხედავთ. და აი, აქ მივედით ამ ორ ბანკთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემამდე ლიბერალური ისტებლიშმენტისთვის. როგორც აღინიშნა, ბანკები არ არის დიდი (თუმცა არც ისე პატარა) და მეანაბრეების გასტუმრება, დიდი ალბათობით, უპრობლემოდ იქნება შესაძლებელი. მაგრამ Silicon Valley Bank-ი და Signature Bank-ი  იყო  ლიბერალური დღის წესრიგის საგამოფენო ვიტრინა, 100-გენდერიანი ბიზნესისა და პოსტინდუსტრიული წარმატების სახე.

და აი კოლაფსი…

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ  

https://tgstat.ru/channel/@DDrobnitski/5439

                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here