Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში საარსებო შემწეობას 660 ათასზე მეტი ადამიანი იღებს – რა თანხას რიცხავს...

საქართველოში საარსებო შემწეობას 660 ათასზე მეტი ადამიანი იღებს – რა თანხას რიცხავს მთავრობა ყოველთვიურად

158

2023 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 661 305 ადამიანი იღებს, აქედან 132 676 ის ადამიანია, რომელთაც საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის პაკეტი გარანტირებულად უნარჩუნდებათ – ამის შესახებ აღნიშნულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკაში.

უფრო კონკრეტულად, 2023 წლის ივლისში საქართველოში საარსებო შემწეობას ჯამში 174 893 ოჯახის 661 305 ადამიანი იღებდა, ეს კი მცირედით, მაგრამ მაინც ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2022 წლის ივლისში სახელმწიფოს დახმარებაზე 180 079 ოჯახი და 664 278 ადამიანი იყო.

რაც შეეხება საარსებო შემწობაზე გაცემულ თანხებს, სააგენტოს მონაცემებით, გასულ თვეს სოცდაუცველებზე სულ 68 048 772 ლარი გადაირიცხა. ყოველთვიურ სტატისტიკას თუ ვნახავთ, სოციალურად დაუცველებზე გასაცემი საარსებო შემწეობის ხარჯი საშუალოდ 65-70 მლნ ლარის ფარგლებში მერყეობს.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here