Home სხვადასხვა Facebook ფრაზები სააკაშვილი: ქრთამის სანაცვლოდ აპირებენ, ხელი შეუშალონ ჩვენს დღევანდელ მარშს

სააკაშვილი: ქრთამის სანაცვლოდ აპირებენ, ხელი შეუშალონ ჩვენს დღევანდელ მარშს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, მისი პარტიის მიერ კიევში დაგეგმილ დღევანდელ მარშზე, მოსალოდნელი, შესაძლო პროვოკაციების შესახებ წერს.

„გავიგე, რომ 4 თებერვალს კიევის ცენტრში ორგანიზაცია „Авто Евро Сила“-ს საპროტესტო აქცია იგეგმება. თანაც, ბოლო მომენტში ორგანიზატორებმა შეცვალეს აქციის დრო ისე, რომ ის პოროშენკოს გადაყენების მოთხოვნით ჩვენს მრავალრიცხოვან მარშს დაემთხვეს. მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ „Авто Евро Сила“-ს ხელმძღვანელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო ფული იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს მარშს. ამავდროულად, ადმინისტრაციამ გამზირზე დაამონტაჟა რკინის კონსტრუქციები, რათა ჩვენ სცენა არ აღვმართოთ“, – წერს სააკაშვილი.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here