Home ახალი ამბები მსოფლიო რუსმა სამხედროებმა გამოთვალეს ამერიკული Himars-ების პოზიციები  და მძლავრი ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა სამხედროებმა გამოთვალეს ამერიკული Himars-ების პოზიციები  და მძლავრი ცეცხლი გაუხსნეს

86

13 ივლისის ღამეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მასშტაბური შეტევისას, როცა 9 რაკეტა გაუშვეს ლუგანსკის მიმართულებით, რუსმა სამხედროებმა შეძლეს ამერიკული Himarsების პოზიციების გამოთვლა და მათ ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან მძლავრი ცეცხლი გაუხსნეს, შედეგად Himarsები, დიდი ალბათობით, გაანადგურეს.

რუსმა სამხედროებმა დაადგინეს, რომ ლუგანსკს 9 რაკეტა ესროლეს ბახმუტის რაიონიდან. რამდენიმე წუთში ამ მიმართულებით ამუშავდა ზალპური ცეცხლის რუსული სისტემები. დიდი ალბათობით, რუსმა სამხედროებმა ამერიკული სისტემა Himars-ის ბატარეები გაანადგურეს.

ნიშანდობლივია, რომ ლუგანსკს დაარტყეს 87 კმ-ის სიშორიდან, ამერიკული სისტემა Himars-ის მოქმედების რადიუსი კი 86 კმ-ს შეადგენს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკელებმა უკრაინელებს უფრო შორს მოქმედი რაკეტები გადასცეს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://avia.pro/news/rossiyskie-voennye-vychislili-pozicii-himars-i-nanesli-moshchnye-udary-rszo

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here