Home ახალი ამბები საქართველო „რუსი, უკრაინელი და ბელარუსი კვალიფიციური მუშახელის შემოდინებამ შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს საქართველოს...

„რუსი, უკრაინელი და ბელარუსი კვალიფიციური მუშახელის შემოდინებამ შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე“

118

„რუსი, უკრაინელი და ბელარუსი კვალიფიციური მუშახელის შემოდინებამ შეიძლება გარკვეული გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე,“ – ამის შესახებ PMCG-ს კვლევაშია აღნიშნული.

საუბარია, „პიემსი კვლევითი ცენტრის“ პროდუქტზე (PMC RC) „საქართველოს ეკონომიკური კლიმატი“. მოცემულ ბიულეტენში, რომელიც Ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა, განხილულია საქართველოს ეკონომიკური კლიმატი ქართველ ეკონომისტთა შეფასებით. პროექტში საქართველოდან 60 ექსპერტი მონაწილეობს. კვლევა ჩატარდა 2022 წლის სექტემბერში.

„ეკონომისტებმა შეაფასეს ის არხები, რომელთა გავლითაც მოსალოდნელია რომ რუსი, უკრაინელი და ბელორუსი ტურისტების ნაკადების ზრდა საქართველოს ეკონომიკაზე აისახება. უმეტესობა (80%) თვლის, რომ გაზრდილი მოხმარება მნიშვნელოვნად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე.

ეკონომისტთა დიდი ნაწილი, (75% და 71%, შესაბამისად) თვლის რომ, ქირის ფასების ზრდა და უძრავი ქონების ფასების ზრდა (მიგრანტების მხრიდან უძრავ ქონებაზე გაზრდილი მოთხოვნის შედეგად), მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე.

ამავდროულად, რესპოდენტთა 65% ვარაუდობს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს უცხოური ვალუტის შემოდინება, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ უკრაინელი და რუსი მიგრანტების დიდი ნაწილი დისტანციურად მუშაობს და ანაზღაურებას უცხოურ ვალუტაში იღებს.

გარდა ამისა, ეკონომისტების 42%-ის შეფასებით მიგრანტების მიერ ახალი კომპანიების დაარსებამ, ხოლო 38%-ის აზრით კვალიფიციური მუახელის შემოდინებამ შეიძლება გარკვეული (არც ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა არც უმნიშვნელო) გავლენა იქონიოს საქართველოს ეკონომიკაზე.

ეკონომისტებმა, 1-დან (ძალიან უარყოფითი) 5-მდე (ძალიან დადებითი) სკალაზე, შეაფასეს რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტების შემოსული ნაკადის ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე. რესპოდენტების დაახლოებით ნახევარი (48%) დადებითად ან ძალიან დადებითად აფასებს რუსი, უკრაინელი და ბელარუსი მიგრანტების შემოსული ნაკადის ეფექტს საქართველოს ეკონომიკაზე, როდესაც 20% ამ მოვლენას უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად უყურებს, ხოლო 32% კი ნეიტრალურ დამოკიდებულებას აფიქსირებს,“- აღნიშნულია კვლევაში.

https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here