Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთმა შეიძლება აღარ გააგრძელოს გარიგება უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ

რუსეთმა შეიძლება აღარ გააგრძელოს გარიგება უკრაინიდან მარცვლეულის გატანის შესახებ

153

გაეროში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ განაცხადა, რომ პროდუქტების გატანის გარიგების ჩარჩოებში რუსეთმა სანოვაგით დატვირთული ვერც ერთი გემის გაყვანა ვერ შეძლო. როგორც kommersant.ru წერს, ამის გამო სანოვაგის გატანის გარიგება შეიძლება აღარ გაგრძელდეს.

“ჩვენ შევძელით გარიგების დადება, მაგრამ რუსეთის მხრიდან არაფერი არ მუშაობს. არც ერთ რუსულ გემს არ გაუტანია ექსპორტზე რუსული მარცვლეული რუსული პორტებიდან”, _ განუცხადა ნებენზიამ ჟურნალისტებს.

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის თქმით, გარიგების მოქმედების ვადა ნოემბერში იწურება.

“მე არ ვმონაწილეობ მოლაპარაკებებში ამ გარიგების გაგრძელების შესახებ, მაგრამ შედეგების გათვალისწინებით, უფრო ზუსტად, შედეგების არარსებობით, არაფერს გამოვრიცხავ”, _ დასძინა მან.

ივლისში რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ დადეს სასურსათო გარიგება, რომლის თანახმად უკრაინის მიერ გაკონტროლებული შავი ზღვის პორტებიდან უსაფრთხოების საზღვაო დერეფნით საექსპორტოდ უნდა გაეტანათ უკრაინული მარცვლეული. რუსეთს კი, თავის მხრივ, უნდა მიეღო მარცვლეულისა და სასუქის ექპორტირების ნებართვა, რაც ადრე სანქციების გამო გართულებული იყო.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.kommersant.ru/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here