რუსეთის არმიამ მაკეევკაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დროებითი განლაგების პუნქტზე კიევის რეჟიმის დარტყმის საპასუხოდ, შურისძიების ოპერაცია განახორციელა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გასული დღის განმავლობაში დაზვერვამ კრამატორსკში უკრაინის შეიარაღებული ძალების დროებითი განლაგების პუნქტები აღმოაჩინა.
„N28 საერთო საცხოვრებელში 700-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე, ხოლო N47 საერთო საცხოვრებელში 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების დროებითი განლაგების ამ პუნქტებზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 600-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების მიერ მაკეევკას დასახლებაზე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა HIMARS-ით დარტყმის შედეგად დაიღუპნენ რუსი სამხედროები.
განახლებული მონაცემებით, დაღუპულია 89 ადამიანი. დარტყმა ერთ-ერთი რუსული ქვედანაყოფის დროებითი განლაგების პუნქტზე მოხდა.
3 იანვარს სამარასა და ტოლიატიში გაიმართა მაკეევკაში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.