17 ოქტომბერს რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა კიევში რამდენიმე ობიექტს დაარტყეს. სამხედრო ექსპერტ ალექსეი ლეონკოვის თქმით, “გერან-2”-ები კიევისთვის ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა. ამასთანავე კიევზე დარტყმები განხორცილდა არა მხოლოდ დრონებით, არამედ მძლავრი რაკეტებითაც”. _ წერს pravda.ru.
“უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები ხორციელდება არა მხოლოდ უპილოტო საფრენი აპარატებით, არამედ სხვა საშუალებებითაც. ესენია საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო ბაზირების ფრთოსანი რაკეტები” _ განაცხადა ლეონკოვმა “MK”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ექსპერტთა თქმით, უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ანტონ გერაშჩენკოს მოწოდებები დრონების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ, მიუთითებს, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვას დიდი პრობლემები აქვს.
ლუკა მაისურაძე