ეკონომიკური კვლევების მიუნხენის ინსტიტუტის ყოფილი ხელმძღვანელის, ჰანს–ვერნერ ზინის, განცხადებით, ევროპაში ინფლაცია გამოწვეულია ევროპის ცენტრალური ბანკის არასწორი მოქმედებებითა და კორონავირუსის პანდემიით, და არა უკრაინის კრიზისითა და ნავთობის გაძვირებით, _ იუწყება compact –ი.
ზინის თქმით, ევროპაში ინფლაციის ამჟამინდელი დონე უჩვეულოდ მაღალია, ამასთანავე, ვითარება სულ უფრო უარესდება და აგვისტოში სამომხმარებლო ინფლაცია 12%-ს მიაღწევს.
გიორგი გაჩეჩილაძე