Home ახალი ამბები მსოფლიო Bloomberg: რუსეთის გაზზე უარის თქმის გამო ევროპის ზარალმა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია

Bloomberg: რუსეთის გაზზე უარის თქმის გამო ევროპის ზარალმა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია

109
Bloomberg: რუსეთის გაზზე უარის თქმის გამო ევროპის ზარალმა 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია

უკრაინის გარშემო არსებული ვითარების ფონზე რუსულ გაზზე უარი ევროპას უკვე დაახლოებით 1 ტრილიონი დოლარი დაუჯდა, – იტყობინება Bloomberg საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით.

მისი მონაცემებით, ეს თანხა ევროპული კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის გაძვირებით არის განპირობებული. ამასთან, როგორც სააგენტო პროგნოზირებს, ეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისის მხოლოდ დასაწყისია. ზამთრის პერიოდის შემდეგ გაზის საწყობები ცარიელი იქნება და რუსული გაზის მინიმალური მიწოდების პირობებში მათი შევსება გაძნელდება.

სააგენტოს შეფასებით, ევროპისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული დაძაბული ვითარება მინიმუმ 2026 წლამდე გაგრძელდება, როდესაც ყატარი და შეერთებული შტატები შეძლებენ ნახშირწყალბადების წარმოების საკმარისად გაზრდას. „ევროკავშირის რბოლა ბუნებრივი აირის მარაგების შესავსებად უკვე დაწყებულია“, – ციტირებს ბლუმბერგს Skandinaviska Enskilda Banken-ის (SEB) ანალიტიკოსი ბიარნე შილდროპა, რომელმაც დასძინა, რომ გაზის გამყიდველებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობა მინიმუმ 12 თვე გაგრძელდება.

Bloomberg-ის ანალიტიკოსები თვლიან, რომ თუ ევროკავშირში ბუნებრივი აირის ფასი მეგავატ/სთ-ზე კვლავ გაიზრდება 210 ევრომდე, მაშინ ევროპა რეცესიის ნაცვლად მკვეთრი ეკონომიკური ვარდნის წინაშე აღმოჩნდება.

გასული კვირის დასაწყისში, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ვერ შეთანხმდნენ გაზის ფასის ზედა ზღვრის შემოღებაზე და გადაწყვიტეს ამ საკითხის განხილვა 19 დეკემბერს გაეგრძელებინათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here