Home ახალი ამბები მსოფლიო “რუსეთის “გაუქმება” შეუძლებელია, თანამედროვე მსოფლიო რუსეთცენტრისტულია”

“რუსეთის “გაუქმება” შეუძლებელია, თანამედროვე მსოფლიო რუსეთცენტრისტულია”

178
ვალენტინა კომლევა

კომუნიკაციების განვითარების რუსეთის ეროვნულმა კვლევითმა ინსტიტუტმა 2022 წელს ჩაატარა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების (გარდა ნაწილობრივ აღიარებული სახელმწიფოებისა) საკომუნიკაციო რეჟიმების ყოველწლიური მონიტორინგი, რომლის შედეგების საფუძველზე შედგენილია მეზობელი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების მეგობრულობის რეიტინგი. 2022 წელს მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების ჯგუფში შევიდა 8 ქვეყანა, შედარებით მეგობრულია 2 ქვეყანა და არამეგობრული _ 4. შეფასდა 10 საკომუნიკაციო ჯგუფი და 68 მაჩვენებელი. შეფასების მეთოდიკა შეიმუშავა კომუნიკაციების განვითარების რუსეთის ნაციონალურმა კვლევითმა ინსტიტუტმა

რეიტინგში სათავეში არის ბელარუსი. მეორე და მესამე ადგილები ყირგიზეთმა და უზბეკეთმა დაიკავეს, მეოთხე _ ყაზახეთმა. რაც შეეხება სომხეთს, ის რუსეთისთვის ყველაზე მეგობრული საკომუნიკაციო რეჟიმების ხუთეულში შევიდა.

კვლევის შედეგებზე Dalma Newsისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა მონიტორინგის ხელმძღვანელმა, კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, სოციოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორმა ვალენტინა კომლევამ:

_ ჩვენ მიერ ჩატარებული ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმების მონიტორინგი არის სერიოზული კვლევა, რომელიც დაფუძნებულია მეცნიერულ მიდგომებზე, შემოწმებულ მეთოდებსა და სანდო ინფორმაციაზე. საკომუნიკაციო რეჟიმი არის პირობები და წესები, რომლებიც იქმნება ქვეყანაში შიდა და გარე კომუნიკაციებისთვის. მეგობრულობის ხარისხი _ ეს არ არის მხოლოდ რუსებისა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულება, არამედ ეს არის კომუნიკაციის შესაძლებლობებისა და შეზღუდვების ჯამი. ჩვენ ვაანალიზებთ არა მხოლოდ საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკურ კომუნიკაციებს, არამედ მედიაკომუნიკაციებსაც, კომუნიკაციებს განათლებაში, მეცნიერებაში, კულტურაში, ახალგაზრდულ ურთიერთობებში, რელიგიურ დიალოგში და სხვ. მეგობრულობა გულისხმობს ქვეყნებს შორის, უპირატესად, ორმხრივ კეთილგანწყობილ ურთიერთობას, დაფუძნებულს ურთიერთპატივისცემის, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპებზე, ურთიერთინტერესებსა და მშვიდობიანი თანაარსებობის ღირებულებებზე მრავალპოლუსიან სამყაროში.

_ რა დასკვნები გამოიტანეთ მუშაობის შედეგებიდან?

_ მონიტორინგის შედეგებზე დაფუძნებული მნიშვნელოვანი დასკვნა არის ის, რომ რუსეთისგაუქმებაშეუძლებელია, რადგან თანამედროვე მსოფლიო რუსეთცენტრისტულია. ყველა ქვეყანა დაკავებულია რუსეთთან კომუნიკაციის წესების შეცვლითან ავითარებენ, ან კრძალავენ. ასევე ცოცხალია პოსტსაბჭოთა კონცეპტი. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეს ტერმინი მოკვდა. არა, ჯერჯერობით არ მომკვდარა. პოსტსაბჭოთაფენომენი განაგრძობს ცხოვრებას და გავლენას ახდენს ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკების პოლიტიკური და სოციალური ძალების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე. სახელდობრ, „პოსტსაბჭოთა“ არის ამ ქვეყნების შიდა სიძლიერისა და საერთაშორისო სტატუსის განმსაზღვრელი ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი. ისინი ან განაგრძობენ ბრძოლას “პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობასთან”, წამოწევენ ხალხთა “ჩაგვრისა” და მათი თვითმყოფადობის, “იძულებით მიერთების” თემებს და ამით აძლიერებენ არამეგობრულობას ან ეყრდნობიან “პოსტსაბჭოთას”, საუბრობენ ჩამოყალიბებულ სახალხო-სამეურნეო ეკონომიკურ კავშირებსა და უსაფრთხოების სისტემებზე, ინარჩუნებენ მეგობრულ კომუნიკაციებს და აპელირებენ ისტორიულ კავშირებზე ახალი ეკონომიკური და სოციალური პროექტების სარეალიზაციოდ. ნებისმიერ შემთხვევაში, პოსტსაბჭოთაგანაგრძობს სსრკის ყოფილი რესპუბლიკებისთვის პოლიტიკური, იდეოლოგიური, ეკონომიკური დივიდენდებისა და სარგებლის მოტანას.

_ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის რომელი ისეთი ასპექტები გამოიკვლიეთ, რომლებიც გავლენას ახდენს საკომუნიკაციო რეჟიმების მეგობრულობაზე?

_ 2022 წელს 173 უცხოელი ექსპერტი გამოვკითხეთ. ექსპერტთა ნახევრის (50,7%) აზრით, მათი ქვეყნების საკომუნიკაციო რეჟიმები გარე აქტორების გავლენის ქვეშაა. თანაც, ეს აქტორები რუსეთს განიხილავენ, როგორც მოწინააღმდეგეს, კონკურენტს, საფრთხეს, მტერს. ექსპერტთა ამ 50,7%-დან 12,3%-ს მიაჩნია, რომ მათი საკომუნიკაციო რეჟიმი მთლიანად არის დამოკიდებული ასეთ აქტორებზე, ხოლო 38,4%-მა ნაწილობრივი გავლენა აღნიშნა. 15,1%-მა განაცხადა, რომ მათ ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმის ჩამოყალიბებაზე არც ერთი გარე აქტორი არ ახდენს გავლენას. რუსეთის კონტექსტში 23,3%-მა აღნიშნა, რომ მათ ქვეყნებში საკომუნიკაციო რეჟიმების ნორმები და წესები რუსულთან კორელაციაშია, კიდევ 11% ორიენტირებულია რუსეთზე. თებერვლის შუა რიცხვებში მონიტორინგის შედეგებზე დაფუძნებული ანგარიშის სრული ტექსტი კომუნიკაციების განვითარების რუსეთის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის  ვებგვერდზე განთავსდება.

* კომუნიკაციების განვითარების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი არის ქვეყნებს შორის და კულტურათაშორისი კომუნიკაციების ანალიზისა და პროგნოზირების მეთოდოლოგიის შემუშავების ცენტრი, აწარმოებს კვლევით, საინფორმაციო, საგამომცემლო, საპროექტო სამუშაოებს მეგობრულობის, კეთილმეზობლური ურთიერთობების, სამეცნიერო დიპლომატიის განვითარების საკითხებზე, შეიმუშავებს დოკუმენტების პროექტებს, რეკომენდაციებს ხელისუფლებისა და ადმინისტრაციის ორგანოებისთვის რუსეთსა და უცხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების სფეროში.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here