Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებსა და ანტიკორუფციულ ფონდს დაუკავშირა

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებსა და ანტიკორუფციულ ფონდს დაუკავშირა

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი: ტერაქტი ტატარსკის წინააღმდეგ დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ და მასში მონაწილეობას იღებდნენ ანტიკორუფციული ფონდის აგენტები.

88
რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებსა და ანტიკორუფციულ ფონდს დაუკავშირა

კაფე-ბარ „პატრიოტ“-ში მომხდარ აფეთქებაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ დარია ტრეპოვას რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ანტიკორუფციული ფონდის (ФБК) „აქტიური მხარდამჭერი“ უწოდა.

სამხედრო კორესპონდენტის ვლადლენ ტატარსკის მკვლელობა „უკრაინის სპეცსამსახურებმა“ დაგეგმეს, – ნათქვამია რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში. მათი მონაცემებით, ამ მიზნით ჩართული იყვნენ „აგენტები, რომლებიც თანამშრომლობენ ალექსეი ნავალნის ე.წ. ანტიკორუფციულ ფონდთან (ФБК რუსეთში აღიარებულია ექსტრემისტულ ორგანიზაციად და აკრძალულია, ასევე აღიარებულია უცხოურ აგენტად).

განცხადებაში დარია ტრეპოვა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში დააკავეს სამხედრო კორესპონდენტის აფეთქებაში მონაწილეობის ბრალდებით, ანტიკორუფციული ფონდის „აქტიურ მხარდამჭერად“ მოიხსენიება.

თავად სანქტ-პეტერბურგში მომხდარ აფეთქებას რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ტერორისტული აქტი უწოდა.

მოგვიანებით, ФБК-ს დირექტორმა ივან ჟდანოვმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია „არ არის დაკავებული ტერორიზმით“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here