რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა საერთაშორისო საკითხების კომიტეტს დაავალა, შეისწავლოს რუსეთსა და ნორვეგიას შორის ბარენცის ზღვის სივრცის გამიჯვნის შესახებ შეთანხმების დენონსაციის ან შეჩერების საკითხი, _ იუწყება “რია ნოვოსტი”.
ეს შეთანხმება რატიფიცირებული იყო 2010 წელს და, დოკუმენტების მიხედვით, რუსეთმა ბარენცის ზღვის 175 ათასი კვადრატული კმ ნორვეგიას დაუთმო, რათა ამ ნაბიჯს დადებითად ემოქმედა “არქტიკის ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობაზე”. დღეს კი ნორვეგია ხელს უშლის შპიცბერგენის რუსი მოსახლეობისთვის სასურსათო ტვირთების ტრანზიტს.
28 ივნისს ნორვეგიამ უარი განაცხადა რუსეთის ტვირთების გატარებაზე შპიცბერგენზე რუსული დასახლებებისთვის.
ლუკა მაისურაძე