Home ახალი ამბები მსოფლიო რუსების 81% ამბობს, რომ ენდობა პუტინს

რუსების 81% ამბობს, რომ ენდობა პუტინს

186
რუსების 81% ამბობს, რომ ენდობა პუტინს

ფონდ „საზოგადოებრივი აზრის“ მიერ თებერვლის ბოლოს ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისადმი ნდობა გამოკითხულთა 81%-მა გამოთქვა.

გამოკითხულთა იმავე პროცენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი თავის პოსტზე კარგად მუშაობს. „მეტწილად, არ ენდობა“ სახელმწიფოს მეთაურს რუსების 11%, ხოლო 8%-მა ვერ აირჩია პასუხის რომელიმე ვარიანტი.

ერთი კვირის წინ მსგავსი კვლევის შედეგები დაახლოებით იგივე იყო. “ФОМнибус”-ის კვლევა 24-26 თებერვალს ჩატარდა. სოციოლოგებმა გამოკითხეს რუსეთის 1500 ზრდასრული მოქალაქე, ქვეყნის 53 რეგიონის 104 დასახლებიდან.

იმავე გამოკითხვაში რუსებს ჰკითხეს, თებერვლის მეორე ნახევრის რომელ მოვლენებს მიიჩნევენ ყველაზე მნიშვნელოვანად. 30%-მა უკრაინაში სპეცოპერაციის მოვლენები დაასახელა, 19% კი – პრეზიდენტის გზავნილი ფედერალური ასამბლეისადმი.

მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ასევე აღინიშნა რუსეთის მიერ სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების ხელშეკრულების შეჩერება, მოსკოვსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების გართულება და რუსეთის დახმარება თურქეთში მიწისძვრის შედეგების აღმოფხვრაში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here