Home რუბრიკები პოლიტიკა ვის და რისთვის დასჭირდა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტის მოწამვლა

ვის და რისთვის დასჭირდა ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტის მოწამვლა

3018
ტერეზა მეი

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის _ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის _ იულიას მოწამვლის საქმე ოპერატიულადგახსნესბრიტანელმა ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა დაექსპერტებმა” _ გამოძიების დასრულებამდე ამ თავდასხმაში უაპელაციოდ და არგუმენტების გარეშე დაადანაშაულეს რუსეთის ხელისუფლება და სპეცსამსახურები.

4 მარტს მსოფლიოში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი საბჭოთა მზვერავი სერგეი სკრიპალი, რომელიც დიდი ბრიტანეთის სასარგებლოდ ჯაშუშობდა და რომელიც 2006 წელს რუსეთში სამშობლოს ღალატის მუხლით გაასამართლეს, მოგვიანებით კი ამერიკელების მიერ დაკავებულ რუს აგენტებში (ანა ჩეპმენი და სხვ.) გაცვალეს, სოლსბერიში (დიდი ბრიტანეთი) უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მასთან ერთად იყო მისი ქალიშვილი იულიაც, რომელიც, ასევე, უგონო მდგომარეობაში იყო. ბრიტანელები ამტკიცებენ, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოიწამლნენ ნივთიერებით (აირით), რომელიც იწვევს ნერვების დამბლას და ეს დანაშაული მოსკოვმა ჩაიდინა.

თუ ბრიტანულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს შევაჯამებთ, მივიღებთ ასეთ შედეგს: უდანაშაულობის პრეზუმფცია 0: არ ვიცი, რა მოხდა; არ ვიცი, რატომ მოხდა, მაგრამ დამნაშავენი რუსები არიან”.

სწორედ ასეთი იყო ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტერეზა მეის გამოსვლა, რომელმაც თითი რუსეთისკენ გაიშვირა და ულტიმატუმი წაუყენა ამ ქვეყანას, “დამარწმუნებლად აეხსნა” მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომლისა და ბრიტანული სპეცსამსახურის, “MI6”-ის აგენტის _ სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის (რუსეთის მოქალაქის) მოწამვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში ლონდონი სოლსბერის ინციდენტს დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიად განიხილავდა.

13 მარტს ტერეზა მეი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წინაშე წარდგა და განაცხადა, რომ სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კრემლს, რომელმაც ან მოაწყო ეს თავდასხმა, ან დაკარგა კონტროლი ნერვების დამბლის გამომწვევ ნივთიერებებზე. მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვი კანონიერად თვლის გაქცეულთა განადგურებას, ეს კი ირიბად ადასტურებს კრემლის მონაწილეობას თავდასხმაში”.

ამას მოჰყვა 23 რუსი დიპლომატის გაძევება დიდი ბრიტანეთიდან და მოსკოვის ანალოგიური ნაბიჯი, რომ 23 ბრიტანელი დიპლომატი რუსეთს დატოვებს.

ტერეზა მეის კვერი დაუკრა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა გევინ უილიამსონმა, რომელმაც თავხედურად განაცხადა, რომ რუსეთი განზე უნდა გადგეს და ხმა ჩაიწყვიტოს!” (Russia Should go away and shut up).

ასეა _ როდესაც ადამიანს არგუმენტები არ აქვს, უზრდელობაზე გადადის. მიუხედავად იმისა, რომ არ დასრულებულა გამოძიება სკრიპალის მოწამვლის საქმეზე და ბრიტანეთი უარს ამბობს, რუსეთს ექსპერტიზის ჩასატარებლად გადასცეს ნივთიერება, რომლითაც მოიწამლნენ სკრიპალი და მისი ქალიშვილი, ბრიტანეთის ხელისუფლების პირველი პირები ასეთ უცერემონიო განცხადებებსა და ბრალდებებს არ ერიდებიან. არადა, სახელმწიფომ, რომელიც თავს დემოკრატიულ ქვეყანას უწოდებს, ვერ უზრუნველყო არა მხოლოდ თავისი მოქალაქის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქის უსაფრთხოებაც _ სკრიპალის ქალიშვილი ხომ რუსეთის მოქალაქეა?!

სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია
სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ფორმულა მომწამვლელი ნივთიერებანოვიჩოკისა”, რომლითაც, სავარაუდოდ, მოწამლეს სკრიპალი და, რომელიც სსრკში, კერძოდ, უზბეკეთში დაამზადეს ათეული წლების წინათ, ცნობილია, როგორც ბრიტანეთის, ისე აშშის დაზვერვისთვის და ბრიტანელებსაც თავისუფლად შეეძლოთ ამ ტოქსიკური ნივთიერების დამზადება და გამოყენება. ან რისთვის სჭირდებოდა რუსეთს თავისი ყოფილი მზვერავის მკვლელობა დიდ ბრიტანეთში, ის ხომ 2006 წელს გაასამართლეს და რუსეთის ციხეში იხდიდა სასჯელს?!

ბევრი ექსპერტის აზრით, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სკრიპალის მოწამვლის ინციდენტით ერთდროულად რამდენიმე პრობლემის გადაფარვას ცდილობს:

1.ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გამოსვლაზე მოლაპარაკებები, რომლებსაც აწარმოებს ტერეზა მეი, ნაციონალურ დამცირებად გადაიქცა. მოლაპარაკებები მიმდინარეობს არა, უბრალოდ, ცუდად, არამედ საშინლად. წინასწარი შეფასებებით, გაერთიანებულ სამეფოს დაახლოებით 52 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს ევროკავშირიდან გამოსვლისთვის და ეს საბოლოო თანხა არ არის _ 2064 წლისთვის თანხამ შეიძლება 104 მლრდ-ს მიაღწიოს. ბრიტანელი საზოგადოება აღშფოთებულია _ ისინიც, ვინც მხარი არ დაუჭირა “ბრექსიტს” და ისინიც, ვინც მისი მომხრე იყო. მათ ხომ მხოლოდ ევროკავშირიდან გამოსვლა სურდათ და არა მრავალმილიარდიანი ვალის გადახდა და ეროვნული დამცირება?! ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კი, დღე არ გავა, ევროპულ მედიას არ მოუყვეს, როგორ ამცირებენ მას ბრიუსელელი მაღალჩინოსნები და როგორ იზარალებს ბრიტანეთის ეკონომიკა ევროკავშირის წევრობის გარეშე. სოლსბერიში მომხადარი ინციდენტიდან ორიოდე დღის შემდეგ ფინანსთა მინისტრ ფილიპ ჰამონდს პარლამენტში ეკონომიკის პერსპექტივებზე უნდა ელაპარაკა, მაგრამ ეს ყველას მიავიწყდა სკრიპალის სკანდალის ფონზე;

2.ბრიტანეთის ქალაქ ტელფორდში ახლახან გამოააშკარავეს ქსელი პედოფილებისა, რომლებმაც 1000-ზე მეტი ბავშვი გააუპატიურეს. პედოფილები დანაშაულს ჩადიოდნენ 1980-იანი წლების ბოლოდან, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიცა და პოლიციელებიც. დასავლური მედია წერს, რომ “ტელფორდელი პედოფილები” ათწლეულების განმავლობაში დაუსჯელი რჩებოდნენ იმიტომ, რომ სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიების დაწყების ეშინოდათ, რატა არ დაედანაშაულებინათ რასიზმსა და ქსენოფობიაში _ პედოფილთა დიდი უმრავლესობა სამხრეთი აზიის ქვეყნების წარმომადგენლები არიან. ტელფორდელი პედოფილების საქმის დეტალების გაცნობისას კი შეიძლება ძარღვებში სისხლი გაგეყინოთ: სამი მსხვერპლი ცოცხლად დაწვეს, რამდენიმე _ აკუწეს. აღსანიშნავია, რომ პედოფილების ქსელი ჟურნალისტებმა გამოამზეურეს. ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ჟურნალისტთა გამოძიებას ყველა ხერხით უშლიდა ხელს. ნებისმიერ ქვეყანაში ეს სკანდალი მედიის მთავარი თემა იქნებოდა, მაგრამ ბრიტანეთის ხელისუფლებას “სულზე მიუსწრო სკრიპალის მოწამვლის საქმემ და, თუ ადრე “ბი-ბი-სის” ადანაშაულებდნენ, რომ ტელფორდელი პედოფილების საქმეს საკმაო ყურადღებას არ უთმობდა, ახლა, თუ რომელიმე მედიასაშუალება სკრიპალის მოწამვლის თემიდან გადაუხვევს, მას წამსვე დაადანაშაულებენ მთავარი მტრისგან, რუსეთისგან, საზოგადოებრივი ყურადღების სხვა რამეზე გადატანაში;

3.ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და მედიის გაავების ერთერთი მოტივი არის რუსეთისთვის ხელის შეშლა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სრულფასოვნად ჩატარებაში ან ჩემპიონატის ჩატარების უფლების ჩამორთმევაში, რასაც, კარგა ხანია, ცდილობს დასავლეთი, აშშის მეთაურობით.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი, აგრეთვე, მთავრობის წევრები არ დაესწრებიან მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატს; სურდა, ბოიკოტი გამოეცხადებინა ინგლისის საფეხბურთო ნაკრებსაც, მაგრამ ფიფას განცხადებამ, რომ პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს ფეხბურთში და წესდებით გათვალისწინებულმა სანქციებმა უკან წააღებინა ნათქვამი საფეხბურთო ჩემპიონატის ბოიკოტზე.

ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში ინგლისელები დაარღვევენ ფიფას (საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია) წესდების მუხლს, რომლის თანახმადაც “ჩემპიონატის ყველა მონაწილე ნაკრები ვალდებულია, ჩაატაროს ყველა მატჩი, სანამ ტურნირს არ გამოეთიშება”. ასოციაციას, რომელიც ბოიკოტს გამოუცხადებს ტურნირს, დაუწესდება სანქციები, მათ შორის _ ფიფას ეგიდით გასამართი სამომავლო ტურნირიდან მოკვეთა, ამასთანავე, ფულადი ჯარიმა 250 ათასი შვეიცარიული ფრანკის ოდენობით.

რუკა

სხვათა შორის, ინგლისს ერთადერთხელ აქვს მოგებული მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, ისიც 1966 წელს, საკუთარ კედლებში და დაუმსახურებლად. ინგლისი-არგენტინის მეოთხედფინალურ მატჩში მსაჯმა გაუგებარი გადაწყვეტილება მიიღო და მინდვრიდან გააძევა არგენტინელი ფეხბურთელი, შედეგად მატჩი ინგლისელებმა მოიგეს. ფინალში კი მსაჯმა, აზერბაიჯანელმა ტოფიკ ბახრამოვმა, ინგლისელებს ჩაუთვალა ბურთი, რომელსაც გერმანელთა კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

ინგლისში გამართული საფეხბურთო ჩემპიონატი სკანდალითაც აღინიშნა _ მოიპარეს მთავარი ჯილდო _ 4 კგ ოქროსგან დამზადებული ჟიულ რიმეს სახელობის თასი ნიკე, რომელიც, მოგვიანებით, თითქოს ძაღლმა პიკლზმა იპოვა.

ბრიტანეთს, აშშთან ერთად, პოლიტიკური მიზნებით საერთაშორისო შეჯიბრებების ბოიკოტის დიდი გამოცდილება აქვს. მაგალითად, 1980 წელს ბოიკოტი გამოუცხადეს მოსკოვის ოლიმპიადას ავღანეთში სსრკის შეჭრის გამო, მაგრამ უარი არ უთქვამთ 1972 და 1976 წლების ოლიმპიადებში მონაწილეობაზე, მიუხედავად იმისა, რომ აშშმა ფუგასური ბომბებით გადაბუგა ვიეტნამი.

რაც შეეხება ქიმიურ მომწამვლელ იარაღსა და მის გამოყენებას, პირველი სასიკვდილო მომწამვლელი აირი გერმანელებმა გამოიყენეს I მსოფლიო ომში ქალაქ იპრთან ბრძოლისას, როდესაც ჰაერში გააფრქვიეს 168 ტონა ქლორი. 1917 წელს კი იმავე გერმანელებმა კვლავ ქალაქ იპრთან ფრანგებისა და ინგლისელების წინააღმდეგ გამოიყენეს მომწამვლელი ნივთიერება იპრიტი (“მდოგვის აირი”). ბრიტანელებმა კი ქლორი პირველად 1915 წელს გამოიყენეს, მაგრამ თვითონვე დაზარალდნენ, რადგან ჰაერში გაფანტული ქლორი ქარმა მათ მხარეს გადაიტანა. 1917 და 1919 წლებში კი დიდმა ბრიტანეთმა გაუსწრო გერმანიას ქიმიური მომწამვლელი ნივთიერების დამზადებაში.

* აღსანიშნავია, რომ 2003 წელს სწორედ ბრიტანეთის პრემიერმინისტრ ტონი ბლერისა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის (უმცროსი) ბრალდებით: ერაყს მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღი აქვსო (2003 წელს გაეროში აშშ-ის იმჟამინდელი სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი სინჯარით ხელში გამოვიდა და ყველას აჩვენებდა, აი ასეთი ნივთიერებით _ ანტრიქსით, ციმბირის წყლულის ბომბებს ამზადებენო ერაყელები), შეიჭრნენ აშშ და მისი მოკავშირეები ერაყში და სისხლიანი კალო დაატრიალეს.

* ერაყის “დემოკრატიზაციას” მილიონი მშვიდობიანი ერაყელის სიცოცხლე შეეწირა. “დიქტატორი” სადამ ჰუსეინი საჯაროდ დასაჯეს, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღს ვერსად მიაკვლიეს. მოგვიანებით, 2004 წელს, აშშ-ის იმჟამინდელმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა აღიარა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელთა გამოც დაიწყო სისხლისმღვრელი ომი ერაყში, “არაზუსტი” იყო(?!). ანალოგიური რამ განაცხადა ტონი ბლერმაც.

ერაყის სამხედრო კამპანიაში ალიანსმა რამდენიმე დანაშაული ჩაიდინა: მსოფლიო შეძრა აბუ-გრეიბის ციხეში მოთავსებული ტყვეების წამებისა და შეურაცხყოფის კადრებმა; ინფორმაციამ მშვიდობიანი მოსახლეობის აწიოკების _ გაუპატიურების, ძარცვისა და მკვლელობის შესახებ და, რა თქმა უნდა, საშინელი ქიმიური იარაღის _ ფოსფორიანი ბომბების გამოყენებამ (2003 წელს იმამ ნასირის შტურმისას, აგრეთვე, 2004 წელს ალ-ფალუჯის აღებისას). ეს იარაღი, რომელიც ძვლამდე წვავს ხორცს, 1980 წლის გაეროს კონვენციით აკრძალულია.

* არეულობებისა და სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ, 2011 წლის 19 მარტს, ლიბია საფრანგეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ის ავიაციამ დაბომბა, სამხედრო ოპერაცია კი ნატომ განაგრძო.

დაიღუპა 20 ათასზე მეტი ადამიანი (სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე), ლტოლვილად იქცა _ 350 ათასი.

არსებობს მონაცემები (რომელსაც ნატოს ხელმძღვანელობა ჯიუტად უარყოფს), რომ ლიბიის კონფლიქტში ნატომ კასეტური და ფოსფორიანი ბომბები გამოიყენა, როგორც ეს მოხდა იუგოსლავიისა და ერაყის სამხედრო ოპერაციების მიმდინარეობისას. გარდა ამისა, ნატოელებმა ერაყში გამოიყენეს იპრიტი, პირველ მსოფლიო ომში აპრობირებელი მომწამვლელი ნივთიერება, რომელიც სხვადასხვა კონვენციით აკრძალულია.

აი ამ შემთხვევებზე ბრიტანულ დემოკრატიულ პრესასა და “დემოკრატ” ხელმძღვანელებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული. სამაგიეროდ, არ დააყოვნა რუსეთის ხელისუფლების პასუხმა. ტერეზა მეის განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მონაჩმახი უწოდა და მოითხოვა გამოძიებაში რუსი ექსპერტების ჩართვა და რუსეთისთვის იმ ნივთიერების გადაცემა, რომლითაც სკრიპალი მოიწამლა.

აი როგორ შეაფასა ბრიტანეთის ხელისუფლების განცხადებები ცნობილმა პუბლიცისტმა და ტელეწამყვანმა ანატოლი ვასერმანმა:

ჩვენ გვადანაშაულებენ იმიტომ, რომ აირი, რომელიც თითქოს თავდასხმისას გამოიყენეს, დამზადებული იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ლოგიკადამაჯერებელია”: თუ შხამში შედის მენდელეევის პერიოდული სისტემის ელემენტები, მენდელეევი კი რუსია, მაშინ დამნაშავენი რუსები არიან”.

ცნობილი პოლიტოლოგი ევგენი სატანოვსკი კი ტერეზა მეის მუქარის კომენტირებისას უფრო შორს წავიდა:

“ჩვენ მათ კუნძულებს რუკიდან გავაქრობთ. ამისთვის გვყავს მთავარსარდალი ისეთი სისტემებით, როგორიცაა “ავანგარდი”, “კინჟალი” და სხვ”.

აშშ და დიდი ბრიტანეთი სხვადასხვა ქვეყანაში დასავლური ე.წ. დემოკრატიული ფასეულობების დანერგვით ცდილობენ ამ ქვეყნების კულტურის, განათლების, ტრადიციების, რელიგიის დაკნინება-დამცრობას, რადგან ეროვნულ ფასეულობებს მოწყვეტილი გაუნათლებელი ადამიანები ადვილი სამართავები არიან. საქართველოს “სტრატეგიული პარტნიორების” მიზანი ამ ადამიანების მეშვეობით თავიანთი ინტერესების დაცვაა. ეს ინტერესები კი რუსეთთან ბრძოლაში ამ ქვეყნის სიმდიდრეების ხელში ჩასაგდებად საქართველოს გამოყენებაა. საქართველოს “სტრატეგიული მეგობრები” ამიტომ ცდილობენ, არ დაუშვან თავიანთი გავლენის შესუსტება ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს სვლა საკუთარი ინტერესების დაცვისა და მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით _ რუსეთთან, ურთიერთობის ნორმალიზებისკენ. ამისთვის კი საქართველოში ჰყავთ მეხუთე კოლონა, რომლის წარმომადგენლებით გაძეძგილია ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა, პოლიტიკური პარტიები და ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები.

ახლა კი გთავაზობთ სიას იმ ტერიტორიებისა, რომლებიც კოლონიური თუ სხვა ფორმით იყო დამოკიდებული დიდი ბრიტანეთის იმპერიაზე ან პირადად ინგლისის (დიდი ბრიტანეთი) მონარქზე.

კოლონიების მართვის ფორმა დროის მიხედვით იცვლებოდა, მაგრამ, 1920-იანი წლების მდგომარეობით, მათი კლასიფიცირება შეიძლება შემდეგი კატეგორიებით:

თვით გაერთიანებული სამეფო _ ინგლისის, უელსის, შოტლანდიისა და ირლანდიის (1922 წლიდან _ მხოლოდ ჩრდილოეთი ირლანდია) კავშირი;

სამეფოს მიწები (კუნძული მენი, ჯერსი და გერნსი); დასახლებული კოლონიები. ამ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა ბრიტანული სამართალი და კანონები, რომლებსაც ბრიტანეთის პარლამენტი იღებდა, გუბერნატორს ბრიტანეთის მთავრობა ნიშნავდა;

კოლონიები, რომლებიც ამერიკაში არსებობდა XVI-XVII საუკუნეებში. სამეფო მათ არისტოკრატებს გადასცემდა სამართავად;

კოლონიები, რომლებსაც მართავდნენ კომპანიები, უწინარესად _ ბრიტანელი ოსტ-ინდური კომპანია. არსებობდა, აგრეთვე, სხვა პატარა კომპანიებიც აფრიკაში;

პროტექტორატები. მათ საშინაო საქმეებში ხშირად ერეოდა ბრიტანეთის ხელისუფლება;

დომინიონები. გაჩნდა XX საუკუნის დასაწყისში, როგორც ყოფილი დასახლებული კოლონიები ან ასეთი კოლონიების ფედერაციები;

მანდატს დაქვემდებარებული ტერიტორიები. გაჩნდა I მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ტერიტორიები ადრე გერმანიასა და ოსმალეთის იმპერიას ეკუთვნოდა, მაგრამ ერთა ლიგამ სამართავად ბრიტანეთს გადასცა.

1876-დან 1947 წლამდე დიდი ბრიტანეთის მონარქს, აგრეთვე, ჰქონდა ინდოეთის იმპერატორის ტიტული, ამჟამად კი დედოფალი ელისაბედ II არის 16 ქვეყნის მონარქი.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი კოლონიები:

ევროპა

* ირლანდია, მათ შორის ოლსტერი;

* ჰელგოლანდი (ამჟამად გერმანიის ნაწილი);

* გიბრალტარი (ამ ტერიტორიას ედავება ესპანეთი);

* მენორკა (ამჟამად ესპანეთის ნაწილი);

* იონიის კუნძულები _ ამჟამად საბერძნეთის შემადგენლობაშია;

* აკროტიხი და დეკელია _ ტერიტორიები კვიპროსზე.

აზია

* მესოპოტამია, ერაყის სამეფო, თანამედროვე ერაყი;

* ბრიტანეთის მანდატი პალესტინაში, მათ შორის, ტრანსიორდანიასა (ამჟამად იორდანია) და პალესტინაში;

* ქუვეითი;

* ყატარი;

* ბაჰრეინი;

* ომანი;

* ამჟამინდელი გაერთიანებული არაბული საამიროების ტერიტორია;

* ადენი (ამჟამად იემენის ნაწილი);

* ავღანეთი;

* ბრიტანეთის ინდოეთი;

* ნეპალი;

* ცეილონი (ამჟამად შრი-ლანკა);

* მალდივის კუნძულები;

* მალაიზია, მათ შორის, სინგაპური;

* ბრიტანეთის მალაია;

* სარავაკი;

* ბრიტანეთის ჩრდილოეთი ბორნეო;

* საბაჰი (აღმოსავლეთი მალაიზია);

* ბრუნეი;

* ჰონგკონგი (ამჟამად სიანგანი, ჩინეთის ავტონომიური რაიონი).

აფრიკა

* ეგვიპტე;

* ინგლისურ-ეგვიპტური სუდანი;

* ბრიტანული აღმოსავლეთი აფრიკა;

* კენია;

* უგანდა;

* ტანგანიკა (ამჟამად ტანზანიის ტერიტორიის ნაწილი);

* ზანზიბარი (ამჟამად ტანზანიის ნაწილი);

* ბრიტანული სომალი (ამჟამად, ფორმალურად, სომალის ნაწილი, დე ფაქტო _ სომალილენდი);

* როდეზიისა და ნიასალენდის ფედერაცია;

* სამხრეთი როდეზია (ამჟამად ზამბია);

* ჩრდილოეთი როდეზია (ამჟამად ზამბია);

* ნიასალენდი (ამჟამად მალავი);

* ბრიტანული სამხრეთი აფრიკა;

* კაპისა და ნატალის პროვინციები (ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაწილი);

* ნარინჯისფერი თავისუფალი რესპუბლიკა (ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაწილი);

* ტრანსვაალი (ამჟამად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ნაწილი);

* ბეჩუანალენდი (ამჟამად ბოტსვანა);

* სამხრეთ-დასავლეთი აფრიკა (ამჟამად ნამიბია);

* ბასუტოლენდი (ამჟამად ლესოტო);

* სვაზილენდი;

* სეიშელის კუნძულები;

* ჩაგოსის არქიპელაგი (ბრიტანეთის ტერიტორია ინდოეთის ოკეანეში);

* მავრიკია;

* გამბია;

* ნიგერია;

* ბრიტანეთის კამერუნი (თანამედროვე კამერუნისა და ნიგერიის ნაწილი).;

* ბრიტანეთის ტოგო (ამჟამად განა);

* სიერა-ლეონე;

* წმინდა ელენესა და ტრისტან და კუნიას კუნძულები.

ამერიკა

* კანადა;

* ნიუფაუნლენდი (ამჟამად კანადის ნაწილი);

* ბერმუდის კუნძულები (ეს ტერიტორია ამჟამადაც ბრიტანეთს ეკუთვნის);

* 13 კოლონია, რომლებისგანაც 1776 წელს შეიქმნა აშშ;

* ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები;

* დომინიკა;

* ბარბადოსი;

* ტრინიდადი და ტობაგო;

* ანტიგუა და ბარბუდა;

* სენტ-ვინსენტი და გრენადინი;

* სენტ-კიტსი და ნევისი;

* ბრიტანეთის გვიანა (ამჟამად გაიანა);

* ბრიტანეთის ჰონდურასი (ამჟამად ბელიზი);

* კაიმანის კუნძულები;

* იამაიკა;

* ფოლკლენდისა და სენდვიჩის კუნძულები.

ავსტრალია, ოკეანეთი და ანტარქტიკა

* ავსტრალია;

* ვან დიმენის მიწა (ტასმანია);

* პაპუა (ამჟამად პაპუა-ახალი გვინეის ნაწილი);

* სოლომონის კუნძულები;

* ნაურუ;

* აღდგომის კუნძული (ამჟამად ავსტრალიის ნაწილი);

* ქოქოსის კუნძულები (ამჟამად ავსტრალიის ნაწილი);

* ავსტრალიის ატნარქტიკული ტერიტორია;

* ახალი ზელანდია;

* ტოკელაუ (ამჟამად ახალი ზელანდიის ნაწილი);

* ნიუე (ამჟამად ახალი ზელანდიის ნაწილი);

* ბრიტანეთის სამოა;

* კუკის კუნძულები (ამჟამად ასოცირებულია ახალ ზელანდიასთან);

* ფიჯი;

* გილბერტისა და ელისის კუნძულები (ამჟამად ტუვალუ და კირიბატის ნაწილი);

* ახალი ჰებრიდები (ამჟამად ვანუატუ);

* პიტკერნი;

* ტონგა _ დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი 1900-1970 წლებში.

ეს ტერიტორიები, რომლებიც დაპყრობილი ჰქონდათ ინგლისელებს და იქ მოსახლეობის ექსპლუატაციას ეწეოდნენ, დედამიწის მეოთხედზე მეტია. დღეს დასავლელი ექსპერტები და პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი იყო ხალხების საპყრობილე და ბოროტების იმპერია, არადა, მსოფლიოს ისტორიისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია, იმაში დასარწმუნდებლად, რომ ისეთი სისხლისმსმელი და ბოროტი, ხალხებისა და ქვეყნების ექსპლუატატორი სახელმწიფო წარმონაქმნი, როგორიც დიდი ბრიტანეთის იმპერიაა, რომელიც მონებით ვაჭრობდა და პირველი საკონცენტრაციო ბანაკები შექმნა, კაცობრიობის ისტორიაში არ ყოფილა.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

P.S. მომწამვლელი ნივთიერებანოვიჩოკიგამოიგონა ვინმე ვილ მირზოიანმა, რომელიც სსრკის დაშლის შემდეგ ამერიკაში გაიქცა და ამ ნივთიერების შესახებ ყველაფერი მოყვა. ეს ნივთიერება შედგება 7-8 კომპონენტისგან, რომლებიც ცალცალკე საფრთხეს არ ქმნის. მეტიც: ზოგი მათგანი ჩვეულებრივ მაღაზიაში შეიძლება შეიძინოთ, მაგრამ საკმარისია, ზუსტად განსაზღვრული დოზებით ისინი ერთმანეთში აურიო და მიიღებ საშინელ საწამლავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here