Home ახალი ამბები მსოფლიო რატომ გაიმარჯვეს იტალიაში მემარჯვენეებმა

რატომ გაიმარჯვეს იტალიაში მემარჯვენეებმა

166

ქართველები ამას გავიგებთ თუდასავლეთთან ინტეგრაციაზე”, “დემოკრატიაზე”,  “დასავლურ ღირებულებებსადა ასეთ შემოჩეჩებულ სიყალბეებზე ვიყბედებთ?

იტალიის მომავალმა პრემიერმა ჯორჯა მელონიმ სოცქსელებში მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს და მათ “იტალიის აღორძინებას” დაჰპირდა.

მელონის პოპულარობა იტალიაში ბევრი რამის გამოა ძალიან დიდი, მათ შორის იმის გამო, რომ ხალხთან ახლოსაა. იტალიის ახალი ლიდერი მუშათა ოჯახიდანაა, უმამოდ გაიზარდა რომის გარეუბანში.  არ აქვს უმაღლესი განათლება, აქვს მხოლოდ საშუალო სპეციალური განათლება ლინგვისტიკის სფეროში. იტალიის ახალ ლიდერში ბევრი ახალ სისხლს ხედავს და იმედოვნებს, რომ ის შეძლებს, გააუმჯობესოს ეკონომიკური ვითარება, რომელიც ენერგეტიკული კრიზისის, უმუშევრობისა და გიგანტური სახელმწიფო ვალის გამო ინგრევა. ის მოსწონთ ქარიზმისა და თანმიმდევრულობის გამო.

მელონი, ისევე, როგორც ევროპის სხვა უკიდურესად მემარჯვენე პოლიტიკოსები, გამოდის არალეგალური მიგრაციისა და გეიქორწინების წინაღმდეგ, მხარს უჭერს იტალიის განვითარებას დევიზით  “ღმერთი, სამშობლო, ოჯახი”.  ის მწვავედ აკრიტიკებდა დასავლეთში გაბატონებულ იდეოლოგიას.

რატომ არის მათთვის ოჯახი მტერი? რატომ აშინებთ? არის მარტივი პასუხი იმ შეკითხვებზე: იმიტომ, რომ ეს არის ის, რაც შეადგენს ჩვენს არსს; იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი იდენტობა; იმიტომ, რომ ყველაფერი, რაც შეადგენს ჩვენს არსს, ამჟამად გამოცხადებულია მტრად მათ მიერ, ვისაც სურს ის წაგვართვას და, უბრალოდ, გადაგვაქციოს იდეალურ მონამომხმარებლებად. აი რატომ ურტყამენ ისინი ჩვენს ეროვნულ, რელიგიურ, გენდერულ, ოჯახურ იდენტობას.

მე არ შეიძლება ვიწოდებოდე იტალიელად, ქრისტიანად, ქალად, დედად. მე უნდა ვიყო მოქალაქე იქსი, გენდერი იქსი, მშრობელი #1, მშობელი #2 იმიტომ, რომ, თუ მე დამნომრავენ, წამართმევენ იდენტობასა და ფესვებს, მაშინ მე ვიქნები იდეალური მონა, რომელიც დამოკიდებული იქნება ფინანსური სპეკულანტების მოწყალებაზე, იდეალური მომხმარებელი.

აი რატომ ვიწვევ მე მათში შიშს, აი რატომ ეშინიათ მათ ამ მოვლენების.  ჩვენ არ გვინდა, ვიყოთ დანომრილები და მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ადამიანის ფასეულობები. თითოეულის! იმიტომ, რომ თითოეულ ჩვენგანს აქვს უნიკალური გენეტიკური კოდი, რომელიც განუმეორებელია და, მოსწონს ვინმეს თუ არა, ეს წმინდაა. ჩვენ ამას დავიცავთ. ჩვენ ვიქნებით ღვთის, სამშობლოსა და ოჯახის მხარეს _ ყველაფრის მხარეს, რაც მათ აღიზიანებთ. ჩვენ ამას გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება”, _ განაცხადა მელონიმ.

რაც შეეხება ეკონომიკას, მელონი ყველას ჰპირდება, რომ შეამცირებს გადასახადებს და ფულადი სახსრებით დაუჭერს მხარს მოსახლეობასა და ბიზნესს, გაზრდის დახმარებებს ბავშვიანი ოჯახებისათვის და უზრუნველყოფს უფასო ადგილებს საბავშვო ბაღებში, რათა მოიმატოს შობადობამ.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here