Home ახალი ამბები საქართველო რას შეისწავლიან მაგისტრანტები საქართველოში პირველ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაზე?

რას შეისწავლიან მაგისტრანტები საქართველოში პირველ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პროგრამაზე?

69

რეგიონში არსებული გამოწვევების კვალდაკვალ „ალტე უნივერსიტეტის“ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამა, კიდევ უფრო მოთხოვნადი და აქტუალური ხდება.

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა პირველად საქართველოში „ალტე უნივერსიტეტმა“ შექმნა. მის ფარგლებში მაგისტრანტები გადიან თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ და ინდივიდუალურ ინტერესებზე მორგებულ საგნებს და შესაძლებლობა აქვთ როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული ცოდნა თავიანთ სფეროში წარმატებული ქართველი და უცხოელი ლექტორებისგან მიიღონ. ამავდროულად, კონტაქტების გაფართოება მათ სასურველ პოზიციაზე დასაქმებაში უწყობს ხელს.

რას მოიცავს აღნიშნული პროგრამა და როგორ მოამზადებს ის სფეროს სპეციალისტებს, უფრო დეტალურად მისმა თანახელმძღვანელმა, საგარეო ურთიერთობებისა და გლობალური პოლიტიკის მკვლევარმა გიგა ლემონჯავამ და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კობერიძემ განმარტეს:

პროგრამის შექმნის მიზანი

გიგა ლემონჯავა: 2019 წელს სამაგისტო პროგრამაზე მუშაობისას ჩვენი მოტივაცია იყო არა მხოლოდ აკადემიური პროდუქტის შექმნა, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, არამედ ქვეყნის გამოწვევების შესაბამისად უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტების მომზადება. საქართველო დგას ძალიან კონკრეტული საფრთხისა და გამოწვევის წინაშე − ეს არის ოკუპაცია, ამიტომ გვჭირდება ბევრი ისეთი სპეციალისტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებს ვასწავლით უსაფრთხოების სფეროს ფართო კონტექსტში დანახვას და მართლაც, ახლა, როგორც არასდროს, ალბათ უკანასკნელი წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანია, რომ დავინახოთ საქართველოს როლი ამ გლობალურ, დიდ სურათში და მათ შორის ეს ეხება უსაფრთხოებასაც, იმიტომ რომ საქართველო არის დემოკრატიის ფრონტის ხაზზე არსებული ქვეყანა, ანუ ჩვენ გვიწევს ევროპული ღირებულებებისა და ფასეულობების დაცვა. შესაბამისად, საჭიროა ფართო სურათის დანახვა: სად არის საქართველო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაში და რა უნდა იყოს ჩვენი სტრატეგიული ამოცანები.

გიორგი კობერიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საამაყოა, რომ ეს არის ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების პირველი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში. გვჯერა, რომ სახელმწიფოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და სტაბილურობა. ამავდროულად, ვთანხმდებით, რომ სახელმწიფო აღარ არის მონოპოლისტი, რომელიც ამას მარტო უზრუნველყოფს და მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი, კერძო სექტორის ჩართულობა ამ მიმართულებით. ეროვნული უსაფრთხოება აღარ არის განყენებული, არამედ ის არის საერთაშორისო არქიტექტურის ნაწილი და ჩვენი პროგრამაც თავიდან ბოლომდე სწორედ ამ იდეაზეა აგებული.

შესაძლებლობები, რომლებსაც პროგრამა მომავალ მაგისტრებს სთავაზობს

გიგა ლემონჯავა: კურსის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ როგორც ზოგად ცოდნას, ისე სიღრმისეულად შეისწავლიან ისეთ საგნებს, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმი, კონტრტერორიზმი და ა. შ. უნდა აღინიშნოს, რომ ცალკე მიმართულება ეთმობა რუსულ ოკუპაციას 1801 წლიდან დღემდე და რუსეთის ჰიბრიდულ ომს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ამასთან ერთად, გვაქვს ძალიან პრაქტიკული საგნებიც, ისეთი, როგორიც არის, მაგალითად, მოლაპარაკების ხელოვნება, საჯარო გამოსვლების ხელოვნება და სხვა, რაც საკუთარი პოზიციების დასაბუთებისთვის შესაბამისი უნარ-ჩვევების განსავითარებლად მნიშვნელოვანია.

ჩვენს კურსდამთავრებულებს შეეძლებათ იმუშაონ როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებში. მაგალითად, მათ შეეძლებათ, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტად გააგრძელონ საქმიანობა სახელმწიფო სამსახურში, როგორიც არის საგარეო საქმეთა, თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო დაზვერვის სამსახური, მთავრობის ადმინისტრაცია და სხვა; ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კერძო კომპანიებში, თუნდაც კვლევითი მიმართულებით. ამასთან, პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან სფეროს წამყვანი სპეციალისტები და ასევე, უცხოელი ექსპერტები, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ სტუდენტებთან, შესაბამისად, პოტენციური დამსაქმებლების კონტაქტების ქსელს ისინი სასწავლო გარემოშივე იძენენ. თუმცა, დამატებით აუცილებლად უნდა აღინიშნოს ალტე უნივერსიტეტის დამფუძნებლები, რომლებიც ბიზნეს სფეროს წამყვანი პროფესიონალები არიან და ასევე, ალტე უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭო, რომელიც სხვადასხვა სფეროს წარმატებულ ადამიანებს აერთიანებს.

გიორგი კობერიძე: თავდაპირველად, გამოვყოფდი აკადემიურ პერსონალს, რომელიც ჩვენთან სტუდენტებს უზიარებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას. ისინი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც წარსულში ან ახლა იკავებენ უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან პოზიციებს ან დაკავებულები არიან კვლევითი საქმიანობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან, სადაც როგორც მოქმედ მაგისტრანტებს, ისე მომავალ მაგისტრანტებს პრაქტიკის გავლა შეეუძლიათ. მაგალითად: საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევითი ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი, GFSIS და ა. შ.

ორივე კომპონენტი: პრაქტიკოსი ლექტორები და პარტნიორი ორგანიზაციები სტუდენტისთვის ქმნის საუკეთესო შესაძლებლობას როგორც უსაფრთხოების საკითხების კვლევის, ისე ანალიტიკის მიმართულებით. ამასთან, მაგისტრანტებს როგორც ლექციებზე, ისე უნივერსიტეტის მიღმა, მუდმივად აქვთ შეხვედრები ისეთ ადამიანებთან, რომლებიც უსაფრთხოების სფეროში ქმნიან შესაბამის პროდუქტს და ახორციელებენ ყველაზე დიდ კონტრიბუციას, რაც მათი კონტაქტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ალტე უნივერსიტეტის“ ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამას არ გააჩნია კონკრეტული წინაპირობა და მასზე სწავლის გაგრძელება ნებისმიერი მიმართულების ბაკალავრის ხარისხის მქონე პირს შეუძლია.

თუ ხარ თუ ხარ დაინტერესებული ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებით, გაიარე წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here