Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა შესთავაზა აკადემიური კურსის შემოღება სახელმწიფოებრიობის საფუძვლებზე

პუტინმა შესთავაზა აკადემიური კურსის შემოღება სახელმწიფოებრიობის საფუძვლებზე

62
პუტინმა შესთავაზა აკადემიური კურსის შემოღება სახელმწიფოებრიობის საფუძვლებზე

დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე რუსი ახალგაზრდები მძლავრი საინფორმაციო თავდასხმების ქვეშ აღმოჩნდნენ, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების საკითხებისადმი მიძღვნილ სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე. ამ ფენომენთან საბრძოლველად აუცილებელია რუსული სახელმწიფოებრიობის საფუძვლების კურსის შემუშავება, დასძინა მან.

„დღეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდული პროექტების შინაარსს. გეოპოლიტიკური ხასიათის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით ახალგაზრდები მოექცნენ საინფორმაციო თავდასხმების ქარცეცხლში და აღმოჩნდნენ ძალიან დაუცველ მდგომარეობაში“, – განაცხადა მან.

ეს საინფორმაციო დაპირისპირება ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მწვავე გახდა, აღნიშნა პრეზიდენტმა. სახელმწიფოს ამოცანაა ახალგაზრდებს გაუწიოს „ძლიერი მხარდაჭერა სანდო ცოდნის სახით“, რისთვისაც აუცილებელია ცალკე აკადემიური კურსის შემუშავება, რომელიც მიეძღვნება რუსეთის სახელმწიფოებრიობის ისტორიასა და საფუძვლებს, დასძინა პრეზიდენტმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here