Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინმა მტაცებელი უწოდა მდიდარი ქვეყნების პოზიციას საკვებთან მიმართებაში

პუტინმა მტაცებელი უწოდა მდიდარი ქვეყნების პოზიციას საკვებთან მიმართებაში

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლო გლობალურ სასურსათო კრიზისში მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნები დაადანაშაულა.

66
პუტინმა მტაცებელი უწოდა მდიდარი ქვეყნების პოზიციას საკვებთან მიმართებაში

სეზონური საველე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ შეხვედრაზე მან აღნიშნა, რომ რუსული მარცვლეულის საზღვარგარეთ მიწოდება კვლავ გართულებულია. „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები საფრთხეს უქმნის სიტუაციის შემდგომ გაუარესებას, გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომლისკენაც მსოფლიო რამდენიმე წელია მიდის“, – თქვა პუტინმა და დასძინა, რომ ეს სრულიად არ არის დაკავშირებული რუსეთის სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან.

“ზოგიერთმა წამყვანმა ქვეყანამ ისე ააწყო თავისი ფინანსური და სასურსათო პოლიტიკა, რომ ჩვენ ვხედავთ იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს. ამაზე პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მთლიანად ე.წ. კოლექტიურ დასავლეთს ეკისრება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსოფლიო ბაზარზე სურსათის ღირებულება დაუბრუნდა წლის დასაწყისის მაჩვენებლებს, მაგრამ ამავდროულად 40 პროცენტით მეტია, ვიდრე 2020 წელს, – მოიყვანა მან მაგალითი. ”და ეს არის პირდაპირი შედეგი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების მტაცებლური პოლიტიკისა, რისთვისაც იყენებენ, მათ შორის, ემისიას, რომელსაც ისინი მუდმივად ახორციელებენ”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here