Home ახალი ამბები მსოფლიო პროექტი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” სწრაფი ტემპით განხორციელდება

პროექტი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” სწრაფი ტემპით განხორციელდება

195

რუსეთმა, აზერბაიჯანმა და ირანმა მოილაპარაკეს მჭიდრო თანამშრომლობით განავითარონ პროექტი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნისა (სსდ) “ჩრდილოეთისამხრეთი”. შესაბამის დეკლარაციაზე ხელი მოაწერეს რუსეთის ვიცეპრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა, მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ შაჰინ მუსტაფაევმა, აგრეთვე, ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და საქალაქო განვითარების მინისტრმა რუსტამ ჰასებიმ, _ წერს politrus.com.

“რუსეთი მზად არის ნაყოფიერი ქმედებებისთვის სამმხრივ ფორმატში  პროექტის შესასრულებლად. ეს ტვირთების პირდაპირი ტრანსპორტირების საშუალებას მოგვცემს რუსეთთან ირანის პორტებამდე, სპარსეთის ყურეში 4 ათას კილომეტრზე მეტი სიგრძის მარშრუტმა უნდა შეაერთოს ბალტიის ზღვის პორტები სპარსეთის ყურის პორტებში და უზრუნველყოს ტვირთბრუნვის ნაკადის გაზრდა როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს. ამრიგად პროექტი “ჩრდილოეთი-სამხრეთი” თითქმის ორჯერ შეამცირებს საქონლის მიწოდების ვადას აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან ევროპაში და პირიქით”, _ განაცხადა ალექსანდრე ნოვაკმა დოკუმენტზე ხელის მოწერის შემდეგ.

რუსეთის ვიცე-პრემიერის თქმით, მოსკოვი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, შექმნილი სამუშაო ჯგუფის ჩარჩოებში გადაწყვიტოს პროექტის ოპერატიული საკითხები.

მათგან ერთ-ერთია, უახლოეს თვეებში შემუშავდეს ჩამონათვალი იმ კონკრეტული ღონისძიებებისა, რომლებიც პრობლემური საკითხების მოგვარებას წაადგება, გაანგარიშება მოსაზიდი ინვესტიციებისა, აგრეთვე, მომზადება წინადადებებისა ფინანსური წყაროების მართვის მიზნით.

“აუცილებელია, ჩამოყალიბდეს სრულფორმატიანი მთავრობათშორისი სამმხრივი შეთანხმება პროექტის სარეალიზაციოდ, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, მნიშვნელოვნად გავაფართოვოთ სატრანსპორტო კავშირები მრავალი წლის განმავლობაში”.

რუსეთის ვიცე-პრემი:ერის აზრით, ახალი მარშრუტი ვერ მოუმატებს სიმძლავრეს ახალი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, კერძოდ, ირანის მაგისტრალ რეშტ-ასტარას გარეშე, რომლის სიგრძე 164 კმ-ია. ეს აუცილებელია დასავლეთის მარშრუტის ერთიანი სარკინიგზო ქსელის შესაქმნელად. ამ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება.

“ეს უბანი უნდა აშენდეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგად, მოვილაპარაკეთ, რომ ეს იქნება სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტი”. _ თქვა ალექსანდრე ნოვაკმა.

მომავალი სარკინიგზო მარშრუტი მოიცავს ლოჯისტიკურ ცენტრებსა და სერვისებს რუსეთის ტვირთების გადასაზიდად პორტ ბენდერ-აბასში, ტერმინალს ამ პორტში ტვირთების გადასატანად სამხრეთ აზიაში, გათვალისწინებულია, აგრეთვე, სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ჰაბის შექმნა ბენდერ-აბასის ზონაში.

პროექტის წარმატებით განსახორციელებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ბარიერების გამარტივება და საერთოდ მოხსნა. “შევქმნით მართვის, დმინისტრირებისა და გაფორმების სისტემას საბაჟო-გამშვები პუნქტებისთვის, ლოჯისტიკური ცენტრებისთვის, რომლებიც აუცილებელია ამ პროექტისთვის”. _ განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა, რომელიც დარწმუნებულია, რომ პროექტის რეალიზაცია განვითარების დიდ მუხტს მისცემს სამი ქვეყნის ეკონომიკებს, მეწარმეობას, გაზრდის ტვირთბრუნვას.

ლუკა მაისურაძე

https://www.politrus.com/2022/09/10/north-south-3/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here