Home ახალი ამბები მსოფლიო Politico: ევოპის 6-მა დიდმა ქვეყანამ უკრაინის მიმართ სამხედრო ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა

Politico: ევოპის 6-მა დიდმა ქვეყანამ უკრაინის მიმართ სამხედრო ვალდებულებების შესრულებაზე უარი განაცხადა

194

ევროპის 6 დიდ ქვეყანას ივლისში არანაირი ვალდებულება არ აუღია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის შესახებ, _ იუწყება გამოცემა Politico მსოფლიო ეკონომიკის კილის ინსტიტუტის (ეს ინსტიტუტი კიევისთვის გაწეული დახმარების მონაცემების ბაზას _ Ukraine Support Tracker-ს _ მართავს) მონაცემებზე დაყრდნობით.

გაზეთი წერს, რომ ეს მოხდა პირველად ამა წლის თებერვლიდან, როცა რუსეთმა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაიწყო. გამოცემა არ ასახელებს ყველა სახელმწიფოს, რომლებმაც უარი განაცხადეს უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, თუმცა ახსენებს გერმანიასა და საფრანგეთს.

“ეს მიუთითებს იმაზე, რომ ევროპის თავდაცვის პოლიტიკაში, ისტორიული ძვრების მიუხედავად, როცა მერყევმა გერმანიამ და საფრანგეთმა დაიწყეს იარაღის მიწოდება, სამხედრო დახმარება უკრაინისთვის სუსტდება იმ მომენტში, როცა კიევმა გადამწყვეტი კონტრშეტევის შესახებ გამოაცხადა”, _ წერს გამოცემა.

როგორც Ukraine Support Tracker-ზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა კრისტოფ ტრებეშმა აღნიშნა, “უკრაინის სამხედრო დახმარება აპრილიდან მცირდებოდა. “მიუხედავად იმისა, რომ ომი კრიტიკულ ფაზაში შევიდა, დახმარების ახალი ინიციატივები ამოიწურა”.

აგვისტოს დასაწყისში 26 ქვეყანამ _ მონაწილეებმა დონორების კონფერენციისა “კოპენჰაგენი-უკრაინა” _ განაცხადა, რომ უკრაინას კიდევ 1,6 მლრდ ევროს დახმარებას გამოუყოფდნენ. ეს პაკეტი მოიცავს ფულად დახმარებას, იარაღის მიწოდებასა და სამხედროების სწავლებას.

კრისტოფ ტრებეშმა ამ გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომ თანხა “მიზერულია” იმასთან შედარებით, რასაც უკრაინას ადრე უგზავნიდნენ.

ბოლო ხანს კიევმა არაერთხელ განაცხადა ხერსონის ოლქში კონტრშეტევის დაწყების შესახებ. როგორც ყირიმის რეგიონიდან რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა მიხეილ შერემეტმა განაცხადა, უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედებები გამოუსწორებელი დანაკარგებით დასრულდება, რეგიონის დაპყრობის მცდელობა მძლავრ წინააღმდეგობას წააწყდება და განადგურდება”.

რუსეთის სამხედრო სპეცოპერაციის ფონზე დასავლეთის ქვეყნები განაგრძობენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ვაშინგტონმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ უკრაინას კვლავ დაეხმარება 1,2 მლრდ დოლარის იარაღითა და საბრძოლო მასალებით, მათ შორის ტანკსაწინააღმდეგო კომპლექს “ჯაველინებით”, საარტილერიო ჭურვებით, სამედიცინო დახმარების ავტომობილებით, ასაფეთქებელი მოწყობილობებითა და წამლებით.

თავის მხრივ, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის გადაცემა კონფლიქტს მხოლოდ ახანგრძლივებს, ხოლო იარაღით დატვირთულ ტრანსპორტს რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალები კანონიერად ამოიღებენ სამიზნეში.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://www.kommersant.ru/doc/5514952

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here