Home სხვადასხვა დაიჯესტი Politico: უახლოეს ათწლეულში უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა არ აქვთ

Politico: უახლოეს ათწლეულში უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროკავშირში შესვლის პერსპექტივა არ აქვთ

“მთავარია, ეს ქვეყნები გაიყვანონ რუსეთის გავლენის სფეროდან და არა მიიღონ ევროკავშირში”

114

ეგრეთ წოდებულ ტრიოს _ პროგრამააღმოსავლეთ პარტნიორობისმონაწილე სამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას _ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას _ რომლებიც ყველაზე მეტად არიან მოტივირებულნი ევროკავშირში ინტეგრაციაზე, სურს, დაარწმუნოს ბრიუსელი, განაგრძოს დაახლოება. ამასთანავე, სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა აღიარებს, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირის წევრის სტატუსს ვერ მოიპოვებენ”, _ წერს ამერიკული გამოცემა Politic.

გამოცემის აზრით, ამ სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის მთავარი არის სასარგებლო მეგობრობა ევროკავშირთან, თუმცა ბრიუსელმაც შეიძლება ნახოს სარგებელი “ტრიოსთან” უფრო მჭიდრო ურთიერთობით, მისთვის მთავარი ხომ ის არის, რომ გაიყვანოს ეს ქვეყნები რუსეთის გავლენის სფეროდან. ამასთანავე, ევროპაში შიშობენ, რომ ტრიოსთან ევროკავშირის უფრო მჭიდრო ურთიერთობამ შეიძლება გამოიწვიოს დესტაბილიზაცია რეგიონში ან კონფლიქტის მიზეზი შეიქნას.

ამასთანავე, თვითონ “ტრიოს” საქმეებიც ვერ მიდის სახარბიელოდ _ “თითოეულ ქვეყანას დაუგროვდა პრობლემები”, _ წერს Politic. მაგალითად, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის სახელმწიფო გადატრიალების ეშინია. ამის შესახებ მან რამდენიმე დღის წინათ გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე განაცხადა და ქვეყნის ყველაზე მდიდარი მაგნატი რუსეთთან ერთად მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა, თუმცა ბევრმა უკრაინელმა პოლიტოლოგმა ზელენსკის განცხადებას გამოგონილი უწოდა.

საქართველოში გრძელდება ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ეს კრიზისი აფერხებს მთავრობის მუშაობას და საფრთხეს უქმნის ყველა დემოკრატიულ მონაპოვარს. ევროკავშირის მცდელობებმა კი, ჩარეულიყო და მოეგვარებინა შიდა კონფლიქტი საქართველოში, შედეგი ვერ გამოიღო.

“რაც შეეხება მოლდოვას, _ აღნიშნავს გამოცემა, _ იქ ნელ-ნელა ქრება თავდაპირველი ენთუზიაზმი და იზრდება იმედგაცრუება იმის გამო, რომ პროევროპული მთავრობა უუნარო აღმოჩნდა სახელმწიფოს წინაშე არსებული პრობლემების მოგვარების მიმართ”.

ამასთანავე, მოლდოვასა და რუსეთს შორის კიშინიოვისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ბრიუსელში ლაპარაკი დაიწყეს რაღაც დამატებით ვალდებულებაზე, რომელიც თითქოს მოლდოვამ აიღო ბუნებრივ აირზე ლიალური ფასის სანაცვლოდ, რაც ევროკავშირის ეჭვსა და უნდობლობას იწვევს.

ყველაფრის მიუხედავად, სამივე ქვეყანა მტკიცედ აცხადებს, რომ სურს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, _ აღნიშნავს Politico.

ევროპულ ოჯახში შესვლისკენ სწრაფვისა და თავისი სარგებლიანობის დასამტკიცებლად, მაგალითად, უკრაინა ევროპას სთავაზობს ბუნებრივი აირის თავისი დიდი საცავების გამოყენებას, მაგრამ, გამოცემის აზრით, ევროკავშირი, დიდი ალბათობით, ამ შეთავაზებას არ დათანხმდება, რადგან უკრაინაში არასტაბილური ვითარებაა.

ამ სამეულისთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა წლებს ითვლის. არც უკრაინას, არც მოლდოვას და არც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიუღია. თანაც, ეს სტატუსი ნებისმიერ შემთხვევაში არ არის წევრობის გარანტია.

ყველაფრის მიუხედავად, ამ სამეულთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის მოსურნეებს სურთ, მას მისცენ შანსი, შექმნან სტიმულები, რომლებიც აიძულებს უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს, გაატარონ დემოკრატიული რეფორმები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოტივაცია შეიძლება ცოტა ხანში გაქრეს”, _ შეშფოთებით წერს სტატიის ავტორი, Politico-ს ბრიუსელელი მიმომხილველი დევიდ ჰერზენჰორნი და დასძენს, რომ ამ ქვეყნებმა, დიდი ხანია, ხელი მოაწერეს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირების შეთანხმებას და მიიღეს წვდომა ევროპის ბაზარზე, მაგრამ ბრიუსელი არც მალავს _ ეს არ არის ევროგაერთიანების წევრობის გარანტია.

სამეულის თითოეული წევრი, რომლებსაც ხელი მოწერილი აქვს ბრიუსელთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, სარგებლობს “თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონების უპირატესობებით”, რომლებიც მათ აძლევს ევროკავშირის საერთო ბაზრის მიმართ წვდომას. ეს მიდგომა ახალი არ არის. 2002 წელს ევროკომისიის იმჟამინდელმა თავმჯდომარემ რომანო პროდიმ მოუწოდა “დაახლოების პოლიტიკის” განხორციელებისკენ, რომლის ჩარჩოშიც იყო მცდელობა, მოეძებნათ კომპრომისი ევროკავშირის ძალიან სწრაფად განვითარებასა და მეზობელი ქვეყნების ამბიციების მოთოკვას შორის.

დაახლოების პოლიტიკა არ იწყება წევრობის დაპირებით და არ გამორიცხავს წევრობის შესაძლებლობას, _ ამბობდა პროდი. _ მიზანი არის ის, რომ გავრცელდეს ამ მეზობელ რეგიონზე ნაკრები იმ პრინციპების, ფასეულობებისა და სტანდარტებისა, რომლებიც განსაზღვრავს თვით ევროკავშირის არსს. მე მსურს, ვხედავდემეგობრების წრესევროკავშირისა და მათი ახლო მეზობლების გარშემო, მაროკოდან რუსეთამდე და შავ ზღვამდე”.

მაგრამ მეგობრების წრე ვერ შეიკრა, განსაკუთრებით რუსეთის სიახლოვეს და “ტრიოს” მთავარი პრობლემა რუსეთის მიმართ პროვოკაციის მოწყობის რისკშია, რუსეთი ხომ აქტიურად ეწინააღმდეგება “აღმოსავლეთის პარტნიორობის” ინიციატივებს, რომლებიც მისი სახელმწიფოების წინააღმდეგ არის მიმართული?!

 ევროკავშირის ზოგიერთი დეპუტატის აზრით, ამ “ტრიოსთვის” ხელის კვრა არ შეიძლება დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი პროგრესიდან რეგრესის დადგომის მიუხედავად, ამიტომ ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს ამ ქვეყნებისთვის, თუ არ სურს მათი დაკარგვა.

ამ სამეულის წინაშე უნდა დაისახოს ამბიციური, ხელშესახები და მისაღწევი მიზნები ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციისთვის. ვინაიდან წევრობის საკითხი უახლოეს მომავალში არ გადაწყდება, ამ ქვეყნების წინაშე აუცილებელია, დაისახოს შუალედური მიზნები, რომლებიც მათთვის შუქურებივით იქნება”, _ ამბობს საქართველოსმოამაგეევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რომელიც “დიდად განიცდის”, რომ ამ სამ ქვეყანას უწევს ლოდინი, სანამ ევროკავშირის კარი გაიღება.

სხვა სიტყვებით, მიუწვდომელი დიდი სტაფილოს გვერდით, რომელსაც ეწერებაევროკავშირი”, “ტრიოსცხვირწინ ჩამოკიდებენ ბევრ პატარა სტაფილოს, რომლებსაც, სურვილისა და დიდი მონდომების შემთხვევაში, შეიძლება მისწვდნენდა ამით დაკავდებიან უკრაინა, მოლდოვა და საქართველო მომავალ ათწლეულში.

fondsk.ruსა და iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here