Home სხვადასხვა Facebook ფრაზები Politicano: რა არის ჩვენი ცინიკური დამოკიდებულების მიზეზი “ევროპული ფასეულობების” მიმართ?

Politicano: რა არის ჩვენი ცინიკური დამოკიდებულების მიზეზი “ევროპული ფასეულობების” მიმართ?

1350
დღესდღეობით ქართულ პოლიტიკურ დისკურსში “ევროპული ფასეულობები” მიიჩნევა უნივერსალურ და უალტერნატივო არჩევენად, მაგრამ მოდით გავიხსენოთ სულ რამდენიმე ათეული წლის წინ “ევროპულ ფასეულობებში” რა მოიაზრებოდა? ნაციზმი, რასიზმი, კოლონიალიზმი – ესეც ხომ წმინდა წყლის “ევროპული ფასეულობების” აქტიური შემადგენელი ელემენტი იყო, რაზეც დასავლეთში დღეს საუბარი ერიდებათ.

“ევროპული ფასეულობების” ისტორიული ტრანსფორმაცია იქეთ იყოს და ვინ მისცა ევროპულ კონტინენტს ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მისაკუთრების და მითვისების უფლება? ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის ბრძოლაში ევროპელებს აქვთ ყველაზე დიდი წვლილი შეტანელი თუ რატომ? ნელსონ მანდელა, მაჰათმა განდი, ჩე გევარა, პატრის ლუმუმბა, მარტინ ლუთერ კინგი – რომელი მათგანი იყო ევროპელი? არცერთი. განა ლათინო-ამერიკელებისთვის არ არის დამახასიათებელი თანასწორობისკენ და სოლიდარობისკენ სრაფვა, თუ ამ ღირებულებებზე ევროპელებს აქვთ ექსკლუზიური უფლება? მსგავსი მიდგომა ფაშიზმს უფრო წააგავს, ვიდრე რაციონალურ მსჯელობას.

ევროპულმა კოლონიალიზმმა, ნაციზმმა და იმპერიალიზმმა ათეული მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უამრავი ქვეყნის განვითარება ათწლეულებით შეაჩერა (არ ღირს დაკონკრეტება, იმიტომ რომ ტექსტის მოცულობა ძალიან გაიზრდება) და დღეს გამოდის რომ ამაღლებული ტონით გველაპარაკებიან იმ ღირებულებებზე, რასაც პირველ რიგში ისინი უქმნიდნენ საფრთხეს საუკუნეების განმავლობაში. დაფიქრდით ამ ყველაფერზე…” – ნათქვამია Politicano-ს მიერ გამოქვეყნებულ მიმართვაში.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here