Home ახალი ამბები მსოფლიო პოდოლიაკი: ზელენსკიმ  ჰომოსექსუალთა  ბატალიონის შექმნის საკითხი განიხილა

პოდოლიაკი: ზელენსკიმ  ჰომოსექსუალთა  ბატალიონის შექმნის საკითხი განიხილა

214
კრის პაპასი და მიხეილ პოდოლიაკი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის  წევრთან (ნიუ-ჰემფშირიდან), ჰომოსექსუალ  კრის პაპასთან სატელეფონო საუბარში  უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ლგბტ წარმომადგენლების მდგომარეობის შესახებ, უკრაინის ლიდერ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის უფროსის მრჩეველმა მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ლგბტ მებრძოლები უკრაინის ყველაზე მტკიცე პატრიოტები არიან და  არა მხოლოდ რიგით ჯარისკაცთა შორის, არამედ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობაშიც საკმარაოდენობი არიან  გეებ, რომლებიც არ მალავენ თავიანთ ორიენტაციას.  ამის შესახებ იუწყება  სამხედრო  ექსპერტ ვლადისლავ შურიგინის ტელეგრამარხი „რამზაი“.

პოდოლიაკმა, აგრეთვე, აცნობა პაპასს, რომ უკრაინის პრეზიდენტ  ზელენსკისთან განიხილა იდეა უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ლგბტ წარმომადგენელთა  დანაყოფის შექმნის შესახებ: „… ჩვენ მასთან განვიხილეთ წინადადება 150 ჰომოსექსუალი წყვილისგან მსროლელთა ბატალიონის შექმნის შესახებ, რომელიც ჩამოყალიბდება ბერძნული თებეს ჰოპლიტების (მძიმედ შეიარაღებული მებრძოლები ძველ საბერძნეთში, რომლებიც ჯარის მთავარ ნაწილს წარმოადგენდნენ – ლ.მ.) „წმინდა რაზმის“ მიხედვით.  პრეზიდენტი დააინტერესა ამ იდეამ. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ზალუჟნისთან  ( უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი – ლ.მ.) ამ დანაყოფისთვის მოხალისეების შერჩევის წესებზე, აგრეთვე,  მის სიმბოლიკაზე, რომელშიც  გაერთიანებული იქნება უკრაინის სახელმწიფოსა და ლგბტ თემის სიმბოლოები“… კრის პაპასმა  სრული მხარდაჭერა გამოხატა ამ ინიციატივის მიმართ და  განაცხადა, რომ მზად არის, ჩავიდეს  კიევში, როდესაც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ახალ დანაყოფს  მიიღებენ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ  

https://tgstat.ru/channel/@ramzayiegokomanda/2165

                                                                                               

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here