Home ახალი ამბები მსოფლიო პავლოგრადში აფეთქების შედეგად ნატოს შეიარაღების სატრანსპორტო კვანძი განადგურდა

პავლოგრადში აფეთქების შედეგად ნატოს შეიარაღების სატრანსპორტო კვანძი განადგურდა

130

სააგენტო Avia.pro მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ პავლოგრადში აფეთქება მოხდა. აფეთქება ისეთი ძლიერი იყო, რომ მისგან წარმოქმნილი ღრუბლის სოკოს სიმაღლემ რამდენიმე ასეულ მეტრს მიაღწია.

გამოცემის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ აფეთქება გამოიწვია იარაღის ერთ-ერთ საწყობში საბრძოლო მასალების დეტონაციამ.

ვიდეოზე, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ჩანს, რომ ქალაქ პავლოგრადს ჰაერიდან დაარტყეს. ეს დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ მისი შედეგი რამდენიმე კმ-ის მანძილიდან ჩანდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ეს ადგილი შეტევისთვის შემთხვევით არ იყო შერჩეული. პავლოგრადი სატრანსპორტო და სარკინიგზო კვანძია, რომლის გავლითაც დონბასში უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღით მარაგდება.

ექსპერტებმა ვერ დაადგინეს რომელი იარაღიდან დაარტყეს ამ მეტად მნიშვნელოვან სატრანსპორტო და სარკინიგზო კვანძს, მაგრამ ცხადია, რომ ნგრევა, რომელიც აფეთქებამ გამოიწვია, კრიტიკული იყო.

გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ პავლოგრადში რამდენიმე დღის წინათ ჩაიტანეს აშშ-ისა და ნატოს წევრი ქვეყნების იარაღის დიდი პარტია, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იყო განკუთვნილი, და სწორედ ეს იარაღი განადგურდა.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here