Home ახალი ამბები მსოფლიო Oilprice.com: ქარის ენერგია წამგებიანი აღმოჩნდა

Oilprice.com: ქარის ენერგია წამგებიანი აღმოჩნდა

243

კლიმატური დღის წესრიგის მომხრეებ კვლავ პრობლემები აქვთ. მოულოდნელად გაირკვა, რომ ქარის ენერგეტიკა, რბილად რომ ვთქვათ,  არარენტაბელურია, იუწყება საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური  სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორის, ელენე პანინას ტელეგრამ-არხი „Елена Панина“.

* სპეციალიზებული გამოცემა Oilprice.com განგაშის ზარებს არისხებს: მიუხედავად დიდი ინვესტიციებისა და დასავლეთის მთავრობების უპრეცედენტო მხარდაჭერისა სუბსიდიებისა და საგადასახადო შეღავათების სახით, ქარის ენერგეტიკის რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ 2022 წელს  მილიარდობით ზარალის შესახებ განაცხადა. კერძოდ, Vestas Wind Systems-ი (ტურბინების უმსხვილესი მწარმოებელი), General Electric Co და Siemens Gamesa Renewable Energy  შეეჯახნენ „უკიდურესად მაღალ  ხარჯებს ნედლეულსა და ლოჯისტიკაზე”. ამ კომპანიების წლიურმა ზარალმა, შესაბამისად, 1,68 მლრდ, 2 მლრდ და 0,94 მლრდ დოლარი შეადგინა.

* „რასაც მე ვხედავ, ბაზრის კოლოსალური ჩავარდნაა, – მოჰყავს გამოცემას  ჯგუფ Global Wind Energy Council -ის გენერალური დირექტორის, ბენ ბეკველის, სიტყვები.  არანაირი  ნულოვანი გამონბოლქვი არ გვექნება“.  სხვა დამკვირვებელი, მაგალითად, Wood Mackenzie-ს დარგობრივი ანალიტიკოსი აარონ ბარი, რომელიც იყენებს სპეციფიკურ ტერმინს, როგორიცაა „უარყოფითი მოგება“, აღიარებს, რომ ქარის ენერგეტიკა „ძალიან უცნაურ პარადოქსს“ შეეჯახა.  განახლებადი ენერგიის წყაროებზე მოთხოვნა დასავლეთში უზარმაზარია (მთავრობების წნეხის გამო ბიზნესზე), მაგრამ  მას რატომღაც ფული არ მოაქვს.

* „რა არის გასაკვირი?“ – უპასუხებს არტურ ბ. რობინსონის კლიმატისა და გარემოს დაცვითი პოლიტიკის ცენტრის მკვლევარი ლინეუს ლუკენი ვებგვერდ ClimateRealism.com-ზე. მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ  ქარის  „მუდმივი“ ენერგია უფრო იაფია, ვიდრე წიაღისეული საწვავი. სინამდვილეში ყველაფერი ემყარება ან სწორედ  ქარის ნაკლებობას, ან პირიქით – ქარიშხლების გამო ტურბინების გაუთავებელ გაფუჭებას. გარდა ამისა, ფული იხარჯება მათ უტილიზაციაზე, სარეზერვო ელექტროსადგურების შენახვაზე,  ქარის სულ უფრო ძვირი მოწყობილობების დაყენებაზე და ა.შ.

„სახელმწიფო სუბსიდიების გარეშე ქარისა და მზის ენერგია მდიდრებისთვის ენერგიის მცირე წყარო იქნებოდა, – ასკვნის ექსპერტი. – თუ ტექნოლოგია მართლაც ასეთი კარგია, მას შეეძლო, სახელმწიფოს მუდმივი მხარდაჭერის გარეშე  გაეწია კონკურენცია ბაზარზე“.

* გლობალური თაღლითობა „განახლებადი ენერგიით“ შესანიშნავად ახასიათებს დასავლეთის თანამედროვე სამეურნეო სისტემას. ასობით მილიარდი ახალდაბეჭდილი დოლარისა და ევროს „მწვანე“ პროექტებში ჩაშვებით აშშ-ისა და ევროკავშირის ხელისუფლებები  თავიანთ  ეკონომიკებს არაკონკურენტუნარიანად  აქცევენ, მაგრამ კორუფციის გამო, რომელსაც პირადად მათთვის  დიდი მოგება მოაქვს, ისინი მზად არ არიან, უარი თქვან  დოქტრინულ მითითებებზე.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://dzen.ru/media/id/5e4aa7956e1cd54e7a5cbcaf/oilpricecom-energiia-vetra-okazalas-ubytochnoi-u-storonnikov-klimaticheskoi-64494e1d7906327d863b3bfe

                                                                                                         

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here