Home ახალი ამბები საქართველო ნინო ველთაური: მსოფლიო ბანკის ექსპერტების მხარდაჭერით, ჩვენ შევქმნით მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების...

ნინო ველთაური: მსოფლიო ბანკის ექსპერტების მხარდაჭერით, ჩვენ შევქმნით მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების კვლევის მეთოდოლოგიას, რომელსაც დაეფუძნება პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები

119

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მრავალ კომპონენტს ითვალისწინებს, მათ შორის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულებაა პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მოკლევადიანი კურსები, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა, ნინო ველთაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააგენტო ყოველ წელს გარკვეული სახლის კვლევას ატარებს და მოთხოვნად პროფესიებს აიდენტიფიცრებს საქართველოს შრომის ბაზარზე.

„შარშან ამ კვლევაში ჩავრთეთ ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ჯგუფის ხელშეწყობით შევიმუშავეთ – ე.წ. ვაკანსიების მონიტორინგის მეთოდოლოგია. ამ მეთოდოლოგიას განვავითარებთ წელსაც და მომავალ წელსაც. მსოფლიო ბანკის ექსპერტების მხარდაჭერით ჩვენ შევქმნით მოთხოვნადი და დეფიციტური პროფესიების კვლევის მეთოდოლოგიას, რომელსაც დაეფუძნება პროფესიული მომზადება-გადამზადების მოკლევადიანი კურსები“, – განაცხადა ველთაურმა.

მისივე თქმით, შრომის ბაზარი ძალიან სწრაფად იცვლება, პანდემიამ კი ის აბსოლუტურად გადაალაგა.

„გარკვეულმა პროფესიებმა მიიძინა და ბაზრზე წამოვიდა სრულიად ახალი პროფესიები. ძველი პროფესიის ადამიანებს დასჭირდათ ახალი შრომის ბაზრისა და ახალი მიმართულებების ძიება“, – განაცხადა ველთაურმა.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here