Home ახალი ამბები მსოფლიო ნეთანიაჰუ: ისრაელი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში რევიზიას ჩაატარებს

ნეთანიაჰუ: ისრაელი საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში რევიზიას ჩაატარებს

156
ბენიამინ ნეთანიაჰუ

ბენიამინ ნეთანიაჰუმ, რომელიც კვლავ ხელმძღვანელობს ისრაელის მთავრობას, განაცხადა, რომ ქვეყანა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში რევიზიას ჩაატარებს. მან პირობა დადო, რომ ისრაელი „უმოქმედობის ნაცვლად, განახორციელებს აქტიურ, ენერგიულ, პასუხისმგებლიან და ეროვნულ პოლიტიკას“.

იერუსალიმში გამართულ კონფერენციაზე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ხელისუფლება მიიღებს ზომებს რეგიონში რადიკალური ისლამის წინააღმდეგ. მან ასევე ისაუბრა სირიაში ირანის „სამხედრო განლაგების“ თავიდან აცილების სურვილზე და გეგმებზე, ებრძოლოს ირანის განზრახვას შექმნას ბირთვული არსენალი.

„ჩვენ გადავხედავთ საერთაშორისო ურთიერთობებს: ჩვენ ხმას მთელი მსოფლიო მოუსმენს. ნაცვლად იმისა, რომ თავი დავხაროთ და საერთაშორისო თანამეგობრობის დიქტატს დავემორჩილოთ, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, რომლის სიტყვებს ისრაელის მთავრობის პრესსამსახური ციტირებს.

პარტია “ლიკუდის” ლიდერი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას, ოფიციალურად, 29 დეკემბერს ჩაუდგა სათავეში. ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნდა ულტრამემარჯვენე და ულტრაორთოდოქსალური პარტიების ბლოკის ხელმძღვანელობით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ისრაელის საზოგადოების ლიბერალურ ნაწილში. ამ ფონზე ქვეყანაში ასობით ადამიანი გამოვიდა საპროტესტო აქციაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here