Home ახალი ამბები საქართველო ნანა კაკაბაძე: კელი დეგნანის რიტორიკა, რომ ამერიკა 30 წლის განმავლობაში უჭერდა  მხარს...

ნანა კაკაბაძე: კელი დეგნანის რიტორიკა, რომ ამერიკა 30 წლის განმავლობაში უჭერდა  მხარს ქართველი ხალხის არჩევანს, ტყუილია

“ამერიკის ელჩები ცდილობდნენ, ზედაპირზე არ წამოეწიათ ის ზრახვები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის სურდათ, მალავდნენ დიქტატს და “უფროსი ძმის” როლს ირგებდნენ”

241

სასამართლოს მიერ ტელეკომპანიამთავარისდირექტორის, ნიკა გვარამიას, პატიმრად დატოვებით განაწყენებულმა აშშის ელჩმა კელი დეგნანმა  ქართველებს დემოკრატია დაგვიწუნა და განაცხადა: “ყველაფერი, რაც აშშმა გააკეთა საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში, გაკეთდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდასაჭერად”.

ჩვენი მთავრობა და საზოგადოება არც ოდესის ყოფილ გუბერნატორ სააკაშვილის სანახავად ჩამოსულმა პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმა მალგოჟატა გოშევსკამ დაინდო: “მრავალი წლის განმავლობაში ვეხმარები და მხარს ვუჭერ ოპოზიციურ მოძრაობებს იმ ქვეყნებში, რომლებშიც დემოკრატია კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, ვინახულო ის ადამიანები, რომლებიც დაპატიმრებული არიან, და გავიგო მეტი მათი ბედის შესახებ”, _ განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ.

რა არის ქართველიხალხის მკაფიო არჩევანი”; რა გაგვიკეთა 30 წლის განმავლობაში ამერიკამ კარგი; რა განზრახვები ჰქონდათ და აქვთ ამერიკელებს; რატომ გვლანძღავენ და რატომ არ პასუხობს ამ ლანძღვაგინებას საქართველოს ხელისუფლება შესაბამისად _ ამ საკითხებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:

_ პრობლემა, რომელიც კელი დეგნანის საქართველოში ელჩად ყოფნის პერიოდში გამოიკვეთა, არ არის მხოლოდ დეგნანთან დაკავშირებული. თვითონ ამერიკამ უღალატა ძირძველ ამერიკას. ამ ქვეყანამ  დაკარგა ის ღირებულებები, რომლებიც წლების წინათ ჰქონდა და კანონით იყო დაცული. ეს გახლდათ ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება… ეს გვხიბლავდა იმხანად ყველა ახალგაზრდას.

როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, ამერიკამ კონკურენტის არარსებობის პირობებში თვითონაც დაიწყო დაშლა, ამერიკელებმა უღალატეს იმ ღირებულებებს, რომლებიც ყველას ხიბლავდა. ამერიკაში დაიწყო ადამიანის უფლებების ხელყოფა, გაჩნდა გუანტანამოს ციხე, რომელშიც აწამებდნენ პატიმრებს, რაც ომის დროსაც კი აკრძალულია… აშშ-მა თანდათანობით დაღმა სვლა დაიწყო. პრეზიდენტ რეიგანის შემდეგ ამერიკა შეიცვალა. კელი დეგნანის რიტორიკა, რომ ამერიკა 30 წლის განმავლობაში უჭერდა მხარს ქართველი ხალხის არჩევანს, ტყუილია. ჩვენი საზოგადოება კარგად ხედავს, რას სჩადის ამერიკა. ერჩიან ჩვენს ხელისუფლებას, რომელიც დემოკრატიული გზით აირჩია უმრავლესობამ. ქართველი ხალხის ნებაც და არჩევანიც არჩევნების შედეგით იზომება. კელი დეგნანმა კარგად იცის, რომ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარა არა მხოლოდ საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, არამედ მთელმა .. დემოკრატიულმა სამყარომ. რით აიხსნება ამერიკის ელჩის ღია დაპირისპირება საქართველოს ხელისუფლებასთან? იმით, რომ კელი დეგნანი ქართველი ხალხის არჩევანს პატივს არ სცემს.

დემოკრატია უმრავლესობის არჩევანის პატივისცემა, მმართველობაში უმრავლესობის ყოფნაა და არა უმცირესობის უპირატესობა. მმართველობაში უმცირესობის ყოფნა დიქტატურაა, ეს იყო ფაშიზმის დროს. ამერიკის ელჩი დღეს ცდილობს, ის უმცირესობა მოიყვანოს საქართველოს ხელისუფლების სათავეში, რომელსაც ჩვენმა ხალხმა უარი უთხრა; ის ცდილობს, არჩევნების შედეგები უგულებელყოს და მხარს უჭერს ამერიკის ადმინისტრაციის ყურმოჭრილ მონებს.

ამერიკა არჩევანს აკეთებს არა ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, რომლებიც ამერიკელების მონები არიან,  ერთკაციან პარტიებზე. ეს ძალიან ცუდია და კელი დეგნანი ამის შენიღბვასაც ვერ ახერხებს.

დეგნანისნაირი ზრახვები ჰქონდათ მის წინამორბედებსაც, მაგრამ ისინი რაღაცნაირად ახერხებდნენ ჩანაფიქრის შენიღბვას და არ იწვედნენ ისეთ აგრესიას, როგორსაც ეს ქალბატონი.

ამერიკის ელჩები ცდილობდნენ, ზედაპირზე არ წამოეწიათ ის ზრახვები, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის სურდათ, მალავდნენ დიქტატს და “უფროსი ძმის” როლს ირგებდნენ. კელი დეგნანმა კი ზედაპირზე წამოწია ყველა ის მახინჯი და ბოროტი ზრახვა, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამერიკას ჰქონდა ჩაფიქრებული საქართველოს წინააღმდეგ. ეს მიუღებელია, უფრო მეტიც, დაუშვებელი, რადგან საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა. ამერიკის ელჩმა იცის, რომ, 30 წელიწადზე მეტია, საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარებულია. იცის ისიც, რომ ქართველი თავის დამოუკიდებლობას არ დათმობს, დაიცავს ყველასთან, ვინც უნდა იყოს ის _ დეგნანი, შოლცი, კისინჯერი და ა.შ. ქართველისთვის მთავარი სისხლით მოპოვებული დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა.

_ ამბობთ, რომ არ დავთმობთ თავისუფლებას, მაგრამ შორიდან ეს ასე არ ჩანს. ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენ გვლანძღავს. რამდენიმე დღის წინათ დემოკრატია დაგვიწუნა პოლონეთის სეიმის ვიცესპიკერმაც, ხელისუფლება კი დუმს, პასუხს არ სცემს. როგორ ფიქრობთ, ახლა დუმილის დროა? მხოლოდხალხის ძალადწოდებული ადამიანების იმედად უნდა ვიყოთ?

_ ყველაფერი შედარებითია. თუ ჩვენ ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციასა და ქმედებებს მისი წინამორბედისას ან თუნდაც წინა წლების “ქართული ოცნების” ქმედებებს შევადარებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელიწად-ნახევარია “ოცნებამ” პოლიტიკა შეცვალა, მონური პოლიტიკა შეცვალა.

ე.წ. ხალხის ძალა ვერაფერს იზამდა ხელისუფლების პოლიტიკის ცვლილების გარეშე. უმრავლესობიდან წამოსულმა დეპუტატებმა გაბედეს საუბარი, რადგან მმართველი ძალა მხარს უჭერს. როგორც ჩანს, ხელისუფლება უფრთხილდება დიპლომატიურ ენას, ურთიერთობას განსაკუთრებით ისეთ ქვეყანასთან, როგორიც ამერიკაა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისინი თანაუგრძნობენ, არ ემიჯნებიან იმ ადამიანებს, რომლებიც მათივე გუნდიდან წავიდნენ, რათა საჯაროდ ესაუბრათ იმ ვერაგულ ჩანაფიქრებზე, რომელიც დასავლეთს აქვს. საზოგადოება ხედავს, რომ “ხალხის ძალის” წარმომადგენლებს ხელისუფლება არ უყურებს, როგორც მოღალატეებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ეს უნდა ვიკმაროთ, რადგან კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ შევადარებთ წინა წლებს, ნამდვილად დიდი პროგრესია და კარგი ნაბიჯები იდგმება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ, მეტიც ამ ჩვენს დამოუკიდებლობას, არც მეტი, არც ნაკლები, ამერიკას ვუმტკიცებთ. ეს იმედს მიჩენს. ასევე მაიმედებს ის ფაქტი, რომ მსოფლიოში კონსერვატორები იმარჯვებენ ფსევდოლიბერალებზე.

დღევანდელ ე.წ. ლიბერალებზე სასტიკი ძალები ფაშიზმის პერიოდშიც არ ყოფილა. ეს ძალები არიან ყველგან. ეს იცვლება და მახარებს. მსოფლიოში ბოროტებისგან თავდახსნის პროცესი მიმდინარეობს.

დღეს ჩვენი ხელისუფლების მთავარი ამოცანაა ის, რომ შავი ძალები ჩამოიშოროს, არ დაუშვას მარგინალური ძალების მობრუნება საქართველოში და ფეხი აუწყოს მსოფლიოში მიმდინარე პროგრესულ პროცესებს, კონსერვატიული ძალების ხელისუფლებაში მოსვლას. მგონია, რომ ხელისუფლება ამ ყველაფერზე ფიქრობს და ნაბიჯებსაც დგამს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯები ძალიან სუსტი და ფრთხილია. ჩვენ მეტი გვინდა, მაგრამ არ ვიცი, რა ბეწვის ხიდზე გადის ჩვენი ხელისუფლება, ვფიქრობ, იმაზე მეტი შესაძლებლობა არ აქვთ, რასაც აკეთებენ.

მსოფლიო პოლიტიკას აკლია ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, ამჟამად მსოფლიოს ბალასტი მართავს. მათ მართვის პოლიტიკად აირჩიეს არა ცივილიზებული გზა, არამედ ბოროტება. პოლიტიკური კულტურა გვაკლია ჩვენც, ძალიან დაბალი დონეა, მოთხოვნებს ვერ ვაკმაყოფილებთ, ამიტომ დადებითად ვაფასებ ჩვენი ქვეყნის მმართველების პოზიციას.

სიმართლე გითხრათ, ახლა, ამ ინტერვიუში რომ ვაქებ ხელისუფლებას, მიკვირს, რადგან არც ერთი ხელისუფლების მხარეს არ ვმდგარვარ, არც ამ მთავრობის მხარდამჭერი ვარ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. ალბათ, არც ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ სხვა გზა და ამიტომაც ვერ იღებენ ხმას ისე, როგორც საჭიროა, როგორც ჩვენ გვინდა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here