Home ახალი ამბები მსოფლიო “მწარე ინფორმაცია” _ გერმანიის ხელისუფლება ენერგორესურსებზე ფასის მატების კომპენსაციას არ აპირებს

“მწარე ინფორმაცია” _ გერმანიის ხელისუფლება ენერგორესურსებზე ფასის მატების კომპენსაციას არ აპირებს

53

გერმანიის მთავრობას არ შეუძლია ენერგორესურსებზე ფასის მატების კომპენსაცია, _ განაცხადა გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა. მისი თქმით, სახელმწიფო თავს ვერ მისცემს ამის უფლებას, ამიტომ საბოლოო ჯამში, ყველაფრის გადახდა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწევთ, _ წერს გამოცემა Die Zeit -ი.

ბერლინს ენერგიის დეფიციტურ სახეობებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესებაც კი არ ძალუძს, იმიტომ, რომ ეს მათი მოხმარების გაზრდას გამოიწვევს, არადა საჭიროა, პირიქით მოხდეს.

“ენერგიაზე ფასები ძალიან მაღალია. ეს ყველა ადამიანს შეეხო, ყველა დარგს, ყველა ქარხანას და, რა თქმა უნდა, ყველა მცირე საწარმოს. ეს მაღალი ფასი მოქალაქეების, მომხმარებლების გადასახდელი იქნება. ეს მწარე ცნობაა. შეგვეძლო პოლიტიკური ზომების მიღება, რათა ეს გადახდა სამართლიანად გაგვენაწილებინა, მაგრამ ამას საკუთარ თავზე ვერ ავიღებთ, სახელმწიფო საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ მისცემს”, _ განაცხადა რობერტ ჰაბეკმა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here